დღის სიახლეებიRSS კატეგორიაეკონომიკამთავარი ამბებისაზოგადოება

მოსახლეობის ფულადი ხარჯების 44% სურსათზე მოდის

0
გაზიარება

საქართველოს მოსახლეობის ყოველთვიური სამომხმარებლო ფულადი ხარჯების 43.7% სურსათზე მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეთა ხარჯების უდიდესი ნაწილი სწორედ საკვების შეძენაზე იხარჯება. 

შედარებისთვის, სამომხმარებლო ხარჯებში სურსათის წილი გაცილებით უფრო დაბალია განვითარებულ ქვეყნებში; მაგალითად, აშშ-ში ეს მაჩვენებელია 27%, ევროსტატის თანახმად, პოლონეთში სასურსათო დანახარჯები მთლიანი ხარჯების 17%-ია, ლიტვაში – 20%, ბელგიაში – 12.5%, საბერძნეთში – 15%, ნიდერლანდებში კი – 11%. 

საქსტატის თანახმად, საქართველოში ერთი საშუალო ოჯახი თვის განმავლობაში 1,158 ლარს ხარჯავს (საშუალო ოჯახში 3.3 წევრზე იანგარიშება), სადაც ერთ წევრზე თვეში 346 ლარის დანახარჯები მოდის. 

მთლიანად ამ 1,158 ლარიდან 70% სამომხმარებლო ფულად ხარჯებს წარმოადგენს, 23.1% არასამომხმარებლო ფულადი ხარჯებია, 6.8% კი – არაფულადი ხარჯები. შესაბამისად, ერთი ოჯახი თვეში საშუალოდ 810 ლარის სამომხმარებლო ფულად ხარჯებს სწევს. ეს 810 ლარი კატეგორიების მიხედვით ასე ნაწილდება:

• სურსათზე, სასმელზე, თამბაქოს ნაწარმზე – 43.7%, ანუ 354 ლარი;
• სახლზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე, გაზზე და სხვა სათბობზე – 12.7%, ანუ 103 ლარი;
• ტრანსპორტზე – 10.9%, ანუ 88 ლარი;
• ჯანდაცვა – 11.7%, ანუ 95 ლარი; 
• ტანსაცმელი, ფეხსაცმელი – 3.5%, ანუ 28 ლარი;
• საოჯახო მოხმარების საქონელი – 3.4%, ანუ 28 ლარი;
• განათლება – 2%, ანუ 16 ლარი;
• სხვა – 12.1%, ანუ 98 ლარი.

როგორც საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, 2021 წელს მოსახლეობის სამომხმარებლო ხარჯები გაზრდილია, თუკი 2020 წელს ერთი საშუალო ოჯახი თვეში 1,038 ლარს ხარჯავდა, 2021 წელს ეს ხარჯები 1,158 ლარამდე გაიზარდა.

ინფლაცია, განსაკუთრებით კი სურსათის ფასების ორნიშნა ზრდა სამომხმარებლო ხარჯებზე ზეწოლას კიდევ უფრო მეტად ზრდის.

მსგავსი სიახლეები

ზღვის ფსკერზე 4 თვის დაძველებით ღვინის ფასი 100-150 ლარია

საქართველოში ზღვის ფსკერზე ღვინის დაძველების პროცესი 2020 წლიდან დაიწყო, პროექტს სათავეში "საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის" თავმჯდომარე დავით ნიკოლეიშვილი მეგობართან ერთად ჩაუდგა. დავით ნიკოლეიშვილის თქმით…

მარკეტებში 1 კგ იმპორტული ლურჯი მოცვი 164%-იანი ფასნამატით იყიდება და 80 ლარი ღირს

საქართველოში ლურჯი მოცვის იმპორტი მცირედით, 0.2%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაცით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებულია 177.6 ათასი დოლარის 15.7 ტონა მოცვი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 177.3 ათასი…

მსოფლიოს უმდიდრესი მემკვიდრეების ტოპ 10-ეული

Forbes-ის მიხედვით, 66 წლის ინდოელი ბიზნესმენი მუკეშ ამბანი მსოფლიოს უმდიდრეს მემკვიდრედ ითვლება, რომლის ქონებაც 116 მლრდ დოლარად არის შეფასებული. მუკეშმა და მისმა ძმამ, ანილმა უდიდესი ქონება მამისგან, დირუბაი ამბანისგან 2002…

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა, ხოლო პირველ ადგილს სომხეთი იკავებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011 წლიდან 2023 წლამდე მონაკვეთში, სოფლის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!