სპორტიდღის სიახლეებიმთავარი ამბებისაინტერესო სიახლეები

მსოფლიო სპორტის ვარსკვლავებმა უკრაინის დასახმარებლად აუქციონზე ნივთები გამოიტანეს

0
გაზიარება

სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენელმა ცნობილმა ვარსკვლავებმა ომის შედეგად დაზარალებული უკრაინისა და უკრაინელების დასახმარებლად აუქციონზე ნივთები გამოიტანეს. აუქციონის სერია, სახელწოდებით World Sports For Ukraine, სპორტული გამოცემა Tribuna-ს, ორგანიზაცია Ukraine Alive 2022-ისა და ბელარუსის სპორტული სოლიდარობის ფონდის ინიციატივას წარმოადგენს. ნივთების შეძენა Ebay-ზეა შესაძლებელი.

უკრაინის დასახმარებლად პოლონეთის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ აუქციონზე მაისური გამოიტანა, რომელიც მას რამდენიმე დღის წინ შოტლანდიასთან გამართულ საქველმოქმედო ამხანაგურ მატჩში ეცვა. მაისურზე ლევანდოვსკის ხელმოწერაა, ასევე ფეხბურთელის მიერ გაკეთებული წარწერა – „Stop War”.

უკრაინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და ინგლისურ კლუბ „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა, ანდრეი იარმოლენკომ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის დასახმარებლად აუქციონზე ხელმოწერილი სპორტული ფეხსაცმლის წყვილი გამოიტანა. ფეხსაცმელზე ასევე გაკეთებულია წარწერა „Stop War“.

აუქციონზე იყიდება უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, სერგეი რებროვის მაისურიც. მასზე სპორტსმენის ხელმოწერა და წარწერა „Stop War” არის გაკეთებული. აღსანიშნავია, რომ სერგეის ეს მაისური ინგლისის თასის ფინალში, 2002 წლის 24 თებერვალს ეცვა – უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ზუსტად 20 წლით ადრე. უკრაინელი ფეხბურთელი იმ დროს „ტოტენჰემის“ რიგებში ირიცხებოდა.

სამშობლოს დასახმარებლად აუქციონზე უნიკალური ნივთი კიდევ რამდენიმე უკრაინელმა სპორტსმენმა გაიტანა. მათ შორის იტალიურ საფეხბურთო კლუბ „სპეციაში“ მოთამაშე ვიქტორ კოვალენკომ, რომელიც ასევე უკრაინის ეროვნული ნაკრების წევრია. აუქციონზე ფეხბურთელის მიერ ხელმოწერილი მაისური იყიდება, რომელიც მას Serie A-ს ერთ-ერთ თამაშში ეცვა. აღსანიშნავია, რომ კოვალენკოს მშობლიური ქალაქი ხერსონია, რომელიც ოკუპანტების ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს წარმოადგენს.

აუქციონზე ასევე წარმოდგენილია MMA-ში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის, უკრაინელი ლენა ოვჩინიკოვას მაისური უნიკალური პრინტით.

მსგავსი სიახლეები

ზღვის ფსკერზე 4 თვის დაძველებით ღვინის ფასი 100-150 ლარია

საქართველოში ზღვის ფსკერზე ღვინის დაძველების პროცესი 2020 წლიდან დაიწყო, პროექტს სათავეში "საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის" თავმჯდომარე დავით ნიკოლეიშვილი მეგობართან ერთად ჩაუდგა. დავით ნიკოლეიშვილის თქმით…

მარკეტებში 1 კგ იმპორტული ლურჯი მოცვი 164%-იანი ფასნამატით იყიდება და 80 ლარი ღირს

საქართველოში ლურჯი მოცვის იმპორტი მცირედით, 0.2%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაცით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებულია 177.6 ათასი დოლარის 15.7 ტონა მოცვი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 177.3 ათასი…

მსოფლიოს უმდიდრესი მემკვიდრეების ტოპ 10-ეული

Forbes-ის მიხედვით, 66 წლის ინდოელი ბიზნესმენი მუკეშ ამბანი მსოფლიოს უმდიდრეს მემკვიდრედ ითვლება, რომლის ქონებაც 116 მლრდ დოლარად არის შეფასებული. მუკეშმა და მისმა ძმამ, ანილმა უდიდესი ქონება მამისგან, დირუბაი ამბანისგან 2002…

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა, ხოლო პირველ ადგილს სომხეთი იკავებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011 წლიდან 2023 წლამდე მონაკვეთში, სოფლის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!