დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

მსოფლიოს 10 ყველაზე ფილანტროპული საქველმოქმედო ორგანიზაცია

0
გაზიარება
  1. Novo Nordisk Foundation, დანია

ეს ორგანიზაცია ემსახურება სამეცნიერო მიღწევებს და საქმიანობას სოციალურ საკითხებში. ორგანიზაციას მოიხსენიებენ, როგორც „კორპორატიული ინტერესების მქონე ფონდს“, რადგან გარდა სამეცნიერო, ჰუმანიტარული და სოციალური მიზნების მხარდაჭერისა, ის ინვესტიციას ახორციელებს სხვადასხვა საწარმოებში, რომლებიც ცდილობენ იპოვონ გზები ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

2021 წლის 31 დეკემბრის მათი ფინანსური ანგარიშის მიხედვით, საქველმოქმედო ფონდის ბიუჯეტი დაახლოებით 70,8 მილიარდი დოლარია, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ საქველმოქმედო ფონდად აქცევს.

  1. ბილ და მელინდა გეითსის ფონდი, აშშ

ბილ და მელინდა გეითსების ფონდი, რომელიც 2000 წელს დაარსდა, ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახელია ქველმოქმედებაში. ის ებრძვის სიღარიბეს, ავადობასა და უთანასწორობას განვითარებად ქვეყნებში.ბილ და მელინდა გეითსებმა წლების განმავლობაში მათი ორგანიზაციის ფონდს 20 მილიარდი დოლარის ღირებულების Microsoft-ის აქცია შესწირეს. ფონდი ამჟამად მუშაობს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, შეერთებულ შტატებში, ჩინეთში, ეთიოპიაში, ინდოეთში, სამხრეთ აფრიკაში და გაერთიანებულ სამეფოში.

  1. ჰოვარდ ჰიუზის სამედიცინო ინსტიტუტი, აშშ

ჰოვარდ ჰიუზის სამედიცინო ინსტიტუტი (HHMI) 1940-იანი წლების ბოლოს, ჰოვარდ რ. ჰიუზის გარდაცვალების შემდეგ დაარსდა.

ვებსაიტის მიხედვით, 2021 წლის ბოლოსთვის კერძო ფონდს დაახლოებით 27.1 მილიარდი დოლარის კონსოლიდირებული წმინდა აქტივები ჰქონდა. HHMI არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეძღვნება მრავალფეროვანი სამეცნიერო საზოგადოების განვითარებას.

  1. Wellcome Trust, დიდი ბრიტანეთი

ჰენრი უელკომმა, ფარმაცევტულმა მეწარმემ, Wellcome Trust 1936 წელს დააარსა. ვებსაიტის მიხედვით, Trust -ის ამჟამინდელი საინვესტიციო პორტფელი დაახლოებით 46,4 მილიარდი დოლარია. ადრე ჰენრი უელკომის საკუთრებაში არსებული ფარმაცევტული ფირმის დივიდენდები Wellcome Plc, ფილანტროპული გრანტების გადასახდელად გამოიყენებოდა. მაგრამ 1986 წელს მეურვეები ბიზნეს აქციების გაყიდვაზე შეთანხმდნენ.

Wellcome Trust აპირებს 2032 წლისთვის სამეცნიერო კვლევებში, ჯანმრთელობის კრიტიკული პრობლემების გადასაჭრელად 19,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს.

  1. Mastercard Foundation, კანადა

Mastercard Foundation არის კერძო საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ეხმარება ახალგაზრდებს განათლების მიღებაში.ის თანამშრომლობს გამოჩენილ ფილანტროპებთან, კომერციულ სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ახალგაზრდებს დაეხმაროს. Mastercard Foundation შეიქმნა 2006 წელს 4,4 მილიარდი დოლარით და ამჟამად ის არის ერთ-ერთი უდიდესი საქველმოქმედო ორგანიზაციაა 40 მილიარდ დოლარზე მეტი აქტივით.

  1. Azim Premji Foundation, ინდოეთი

Business Line-მა Wipro Limited-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე აზიმ პრემჯი, 2021 წელს ინდოეთის წამყვან ქველმოქმედად გამოაცხადა. აზიმმა Azim Premji Foundation 2000 წელს დააარსა. იგი სოციალური განვითარების ხელშეწყობისთვის გასცემს დაფინანსებას. დაარსების დღიდან მან Wipro-ს ეკონომიკური წილების 74% გადასცა ფონდს, რომელიც, დაახლოებით 38 მილიარდი დოლარის ოდენობის ფონდია.

  1. Lilly Endowment, აშშ

ელი ლილიმ Lilly Endowment 1936 წელს შექმნა. ფონდი ძირითადად ყურადღებას ამახვილებს განათლებაზე, ახალგაზრდობაზე, რელიგიასა და საზოგადოების განვითარებაზე. თავდაპირველად ელი ლილის და კომპანიის სასაჩუქრე აქციები ორგანიზაციის დაფინანსების ერთადერთი წყარო იყო. მოგვიანებით კომპანიამ მიიღო დამატებითი აქციები და ლილის ოჯახის წევრებისგან და არა ოჯახის წევრებისგან.

ვებსაიტის მიხედვით, ორგანიზაციას 2019 წელს დაახლოებით 17 მილიარდი დოლარის აქტივები ჰქონდა, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საქველმოქმედო ორგანიზაციად აქცევს.

  1. Ford Foundation, აშშ

Ford Foundation შეიქმნა 1936 წელს, რომლის მიზანი იყო მისი რესურსების გამოყენება სამეცნიერო წინსვლის, განათლებისა და ზოგადი სიკეთისთვის. ჯგუფი ამჟამად აქტიურია სხვა განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის ბრაზილიაში, ჩინეთში, აღმოსავლეთ აფრიკაში, ნეპალში, ინდოეთში, შრი-ლანკასა და ინდონეზიაში. ეს არის დამოუკიდებელი კორპორაცია, რომელსაც მართავს თექვსმეტი სამეურვეო საბჭო. მათი ვებსაიტის მიხედვით, Ford Foundation მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საქველმოქმედო ორგანიზაციაა 16 მილიარდი დოლარის ოდენობით.

  1. Robert Wood Johnson Foundation, აშშ

Robert Wood Johnson Foundation დაარსდა 1972 წელს ამერიკელი ხალხის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. დასაწყისში ფონდი ფინანსდებოდა Johnson & Johnson-ის აქციებით. ამჟამად მას აქვს თითქმის 14,8 მილიარდი დოლარი და დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელი.Robert Wood Johnson Foundation თავისი გრანტებითა და ინვესტიციებით მუშაობს ჯანდაცვის ობიექტების გასაუმჯობესებლად ყველა სფეროში.

  1. William And Flora Hewlett Foundation, აშშ

1966 წელს უილიამ და ფლორა ჰიულეტებმა დააარსეს ფილანტროპული ფონდი. მათი დაფინანსების სფეროები მოიცავს გარემოს დაცვას, განათლებას, საშემსრულებლო ხელოვნების მხარდაჭერას, გენდერულ თანასწორობას, ეკონომიკურ განვითარებას და წარმატებულ ფილანტროპიას.Hewlett Foundation ერთ-ერთი ყველაზე დიდია მის სახეობაში, რომლის ფონდი თითქმის 13,3 მილიარდი დოლარია.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!