ფინანსებიRSS კატეგორიადღის სიახლეებიმთავარიმთავარი ამბებისხვა

მსოფლიოს ადამიანური კატასტროფა ემუქრება – მოსალოდნელია სურსათზე ფასების მკვეთრი ზრდა

0
გაზიარება

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის დევიდ მალპასის პროგნოზით, მსოფლიოს უდიდესი ადამიანური კატასტროფა ემუქრება, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით არის გამოწვეული.

მისი თქმით, სურსათზე ფასების რეკორდული ზრდის გამო ასობით მილიონი ადამიანი სიღარიბეში აღმოჩნდება.

ეს ადამიანური კატასტროფაა, მაგრამ ასევე ხდება პოლიტიკური გამოწვევა იმ მთავრობებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ რაიმეს გაკეთება – მათ არ გამოუწვევიათ ეს და ხედავენ, რომ ფასები იზრდება“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელმა.

მსოფლიო ბანკის გამოთვლებით, სურსათზე ფასები, შეიძლება, 37%-ით გაიზარდოს, რაც განსაკუთრებით მძიმე იქნება ღარიბი მოსახლეობისთვის. დევიდ მალპასი მიიჩნევს, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს მთელ მსოფლიოში სასუქებისა და საკვების მიწოდების გაზრდაზე, ისევე როგორც მიზნობრივ დახმარებაზე უკიდურესად ღარიბები მოსახლეობისთვის.

მსგავსი სიახლეები

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!