დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

მსოფლიოს ძვირად ღირებული სამეფო ქორწილები

0
გაზიარება
  1. შეიხი მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი და პრინცესა სალამა – 100 მილიონი დოლარიRarest-ის მიხედვით, აბუ დაბის შეიხ მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანმა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრინცესა სალამამ 1981 წელს ერთ-ერთი ყველაზე ექსტრავაგანტული ქორწილი გადაიხადეს.შეიხის მშობლებმა ამ შემთხვევისთვის 20 000 ადგილიანი სტადიონი ააშენეს. ქორწილს მოქალაქეებიც შეუერთდნენ და ზეიმი ერთი კვირაზე მეტხანს გაგრძელდა

 

2.პრინცი ჩარლზი და ლედი დიანა სპენსერი – 110 მილიონი დოლარი

სამეფო წყვილის 1981 წლის ქორწილი იყო ყველაზე ძვირად ღირებული ბრიტანეთის სამეფო ქორწილი.

Business Insider-ის თანახმად ლედი დიანას საქორწილო კაბის საფასური ექვსნიშნა იყო. ხოლო Town & Country-მა მისი ჩაცმულობა 115 000 დოლარად შეაფასა. ეს ქორწილი გახდა “საუკუნის ქორწილი” ადგილის, დეკორაციისა და ყვავილების მაღალი ღირებულების გამო.

 

 

3.პრინცი ალბერტ II და შარლინ ვიტსტოკი – 70 მილიონი დოლარი

მონაკოს პრინცი ალბერ II შარლინ ვიტსტოკზე 2011 წელს დაქორწინდა.

პრინცი რენიე III-ისა და გრეის კელის სამეფო ქორწილის მსგავსად, თანამედროვე წყვილის ქორწილი ექსტრავაგანტული იყო. გამოცემის ცნობით, ქორწილის ღირებულებამ 70 მილიონ დოლარს მიაღწია.

 

 

4. პრინცი ჰარი და მეგან მარკლი – 42,8 მილიონი დოლარი

2018 წლის მაისის სამეფო ქორწილი ძვირი დაჯდა. ამ თანხაში არ შედის უსაფრთხოების დაგეგმილი 30 მილიონი ფუნტი.

წყვილის ქორწილი წლის ყველაზე განსაკუთრებული ცერემონიალი იყო, რომელსაც მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს.

 

 

 

5.პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი – 34 მილიონი დოლარი

ქორწილი 2011 წლის 29 აპრილს შედგა. ცერემონია ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართა. ქეითი უნაკლოდ გამოიყურებოდა: ალექსანდრე მაკქუინის დიზაინერ, სარა ბარტონის კაბაში და დედოფალ ელიზაბეტ II-ის ტიარით თავზე.

საინტერესოა, რომ კეტრინმა მაკიაჟი თავად გაიკეთა.

მსგავსი სიახლეები

ზღვის ფსკერზე 4 თვის დაძველებით ღვინის ფასი 100-150 ლარია

საქართველოში ზღვის ფსკერზე ღვინის დაძველების პროცესი 2020 წლიდან დაიწყო, პროექტს სათავეში "საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის" თავმჯდომარე დავით ნიკოლეიშვილი მეგობართან ერთად ჩაუდგა. დავით ნიკოლეიშვილის თქმით…

მარკეტებში 1 კგ იმპორტული ლურჯი მოცვი 164%-იანი ფასნამატით იყიდება და 80 ლარი ღირს

საქართველოში ლურჯი მოცვის იმპორტი მცირედით, 0.2%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაცით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებულია 177.6 ათასი დოლარის 15.7 ტონა მოცვი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 177.3 ათასი…

მსოფლიოს უმდიდრესი მემკვიდრეების ტოპ 10-ეული

Forbes-ის მიხედვით, 66 წლის ინდოელი ბიზნესმენი მუკეშ ამბანი მსოფლიოს უმდიდრეს მემკვიდრედ ითვლება, რომლის ქონებაც 116 მლრდ დოლარად არის შეფასებული. მუკეშმა და მისმა ძმამ, ანილმა უდიდესი ქონება მამისგან, დირუბაი ამბანისგან 2002…

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა, ხოლო პირველ ადგილს სომხეთი იკავებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011 წლიდან 2023 წლამდე მონაკვეთში, სოფლის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!