ნავთობის ფასები, ამჟამად, 3-თვიან მაქსიმუმზეა, რასაც მიწოდების შემჭიდროვება, აშშ-ში ბენზინზე მოთხოვნის ზრდა და ჩინეთში მთავრობის მიერ ეკონომიკის სტიმულირების გეგმები განაპირობებს.
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ჩინეთში მთლიანმა შიდა პროდუქტმა ნელი ტემპით მოიმატა, შიდა და გარე მოთხოვნა შემცირდა და ახალი ზომების მიღების საჭიროება გაჩნდა. აშშ-ში მოთხოვნის მკვეთრი ზრდის გამო კი ბენზინის ფიუჩერსები გასული წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.
25 ივლისის დილისთვის Brent-ის ნედლი ნავთობი 83 აშშ დოლარი ღირს, რაც ერთი კვირის განმავლობაში 4.2%-ით, ერთი თვის განმავლობაში კი 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება WTI-ის ნედლ ნავთობს, ის ერთ კვირაში 4.7%-ით, ხოლო ერთ თვეში 12.7%-ითაა გაძვირებული.
ევროზონაში ივლისში ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე მეტად შემცირდა, აშშ-ში კი 5-თვიან მინიმუმზეა, რამაც, შესაძლოა, ფედერალურ რეზერვსა (Fed) და ევროპის ცენტრალურ ბანკს (ECB) საპროცენტო განაკვეთების ზრდისკენ კიდევ ერთხელ უბიძგოს.
Reuters-ის მიერ გამოკითხული ეკონომისტების უმეტესობა კვლავ იმედოვნებს, რომ ეს Fed-ისა და ECB-ის მიერ