შვეიცარული ბანკის, UBS-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მსოფლიოში მილიარდერთა რიცხვი 7%-ით გაიზარდა 2 542-ს მიაღწია.
ფინანსური ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, 2022 წელს მილიარდერების რაოდენობა 2 376 იყო, თუმცა მიმდინარე წელს თავისი მდგომარეობა კიდევ 166-მა ადამიანმა გაიუმჯობესა.
ანალიტიკოსები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მსოფლიოს მილიარდერების ქონება ერთად 12 ტრილიონ დოლარამდეა გაზრდილი, მაშინ, როცა შარშან ეს მაჩვენებელი 11 ტრილიონ დოლარი იყო. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდეს, რადგან სახელმწიფოები თანდათან გაზრდიან თავდაცვაზე დანახარჯებს და ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადაერთვებიან.