Tasteatlas-ის მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძში ხინკალი, აჭარული ხაჭაპური, მწვადი და შემწვარი წიწილა მოხვდა.
რეიტინგში ხინკალი 29-ე, აჭარული ხაჭაპური 55-ე, მწვადი 66-ე, ხოლო წიწილა 92-ე ადგილზეა.
„ხაჭაპური არის ყველაზე ცნობილი კერძი საქართველოში,არსებობს ხაჭაპურის რამდენიმე ტიპი- ყველაზე გავრცელებულია იმერული და აჭარული ხაჭაპური, რომელიც მზადდება ყველის, კარაქისა და უმი კვერცხისგან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
რეიტინგში 100 საუკეთესო მსოფლიო კერძს შორის, პირველი 10 ადგილი ასე გადანაწილდა:
- პიკანჰა (ბრაზილია), რეიტინგი – 4.75
- როტი კანაი (მალაიზია), რეიტინგი – 4.74
- ფატ კაფრაო (ტაილანდი), რეიტინგი – 4.73
- პიცა ნაპოლეტანა (იტალია), რეიტინგი – 4.70
- გოტი (ჩინეთი), რეიტინგი – 4.70
- ხაო სოი (ტაილანდი), რეიტინგი – 4.70
- კარაქი ნიორი ნაანი (ინდოეთი), რეიტინგი – 4.67
- ტანგბაო (ჩინეთი), რეიტინგი – 4.67
- მწვადი (რუსეთი), რეიტინგი – 4.66
- პანანგ კარი (ტაილანდი), რეიტინგო – 4.65
მსოფლიოს 100 კერძი შეირჩა 10 927 კერძიდან 395 205 მომხმარებლის შეფასების საფუძველზე.