წარმოგიდგენთ ყველაზე ძვირად ღირებულ ბრილიანტებს:
Blue Hope ბრილიანტი: 350 მილიონი დოლარი
როგორც ამბობენ, ცნობილი Blue Hope ბრილიანტი დაწყევლილია და მესაკუთრესთვის უბედურება მოაქვს. მე-17 საუკუნის დასაწყისში ინდოეთში მოპოვებული 45,52-კარატიანი კრისტალი საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ს საკუთრებაც იყო.
ახლა ის სმიტსონის ინსტიტუტის, მუზეუმისა და კვლევითი კომპლექსის საკუთრებაა და 350 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
ნარინჯისფერი ბრილიანტი: 48 მილიონი დოლარი
14,82-კარატიანი ბრილიანტი არის ყველაზე დიდი და ძვირად ღირებული ნარინჯისფერი კრისტალი, რომელიც ოდესმე გაყიდულა აუქციონზე.
დღეს მისი ღირებულენა 48 მილიონი დოლარია.
ბრილიანტი დიდი ქრიზანთემა: 30 მილიონი დოლარი
ეს გასაოცარი ნარინჯისფერ-ყავისფერი ბრილიანტი 1963 წელს სამხრეთ აფრიკის კიმბერლის მაღაროში აღმოაჩინეს და იუველირმა ჯულიუს კოენმა იყიდა. კოენმა ბრილიანტს დიდი ქრიზანთემა დაარქვა.
მოგვიანებით ბრილიანტი გაიყიდა და ამჟამად კერძო კოლექციაშია შენახული. მისი ამჟამინდელი სავარაუდო ღირებულება 30 მილიონი დოლარია.
Mouawad-ის ლურჯი ბრილიანტი: 25 მილიონი დოლარი
Mouawad არის სიდიდით მეორე ლურჯი ბრილიანტი მსოფლიოში. ლეგენდის თანახმად, 42,92-კარატიანი ბრილიანტი, ინდოეთში უძველესი ჰინდის სკულპტურის თვალიდან მოიპარეს.
დღეს მისი ღირებულება 25 მილიონი დოლარია.
The Light of Memory-ის ბრილიანტი: 24 მილიონი დოლარი
ეს დიდებული 9,14-კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი 2016 წელს Christie’s-ზე, ჟენევაში 18 მილიონ დოლარად გაიყიდა, რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით, 24 მილიონი დოლარია. კარტიეს ბეჭედზე დამაგრებული, მსხლის ფორმის სამკაული აზიელმა კოლექციონერმა იყიდა.
Moussaieff-ის წითელი ბრილიანტი: 20 მილიონი დოლარი
ფერად ბრილიანტებს შორის ყველაზე იშვიათია წითელი ძვირფასი კრისტალი და ეს 5,11-კარატიანი ჟოლოსფერი ლამაზმანი პლანეტის ყველაზე დიდი ნიმუშია. ის 1990-იან წლებში ბრაზილიელმა ფერმერმა მდინარე აბზეტეზინიოში აღმოაჩინა.
დღეს ალმასის ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი დოლარია.