დღის სიახლეებიეკონომიკამთავარი ამბებისაზოგადოებასაინტერესო სიახლეებისიახლეები

მზარეულის ანაზღაურება საქართველოსა და ევროპაში 

0
გაზიარება

“ჩვენს ბიზნესს დღეს არ უჭირს სტუმარი, უჭირს კადრი.” – ამის შესახებ bm.ge-ს „შავი ლომის“, „ნინიას ბაღისა“ და კაფე „ლეილას“ დამფუძნებელმა მერიკო გუბელაძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, ახლა მთავარ პრობლემას საქართველოში ევროპასთან შედარებით დაბალი ხელფასებიც წარმოადგენს, რადგან კვალიფიციურ კადრებს ქვეყნის საზღვრებს გარეთ რესტორნები ხშირად ორჯერ მეტ ხელფასს სთავაზობენ. როგორც მერიკო გუბელაძე განმარტავს, მაგალითად, თუ მზარეულს ევროპაში 3 000 ევრო აქვს, საქართველოში ამ პოზიციაზე ხელფასი 1200 ლარიდან იწყება.

“საქართველოში ჩვენს სფეროში პროფესიონალი კადრის პოვნა პრობლემაა. პანდემიის დროს ყველა გადაეწყო და ალტერნატიული საარსებო წყარო იპოვა, სიმართლეს ეს უფრო შეესაბამება. ამას ემატება ისიც, რომ ქართული სამზარეულო ბოლო წლების განმავლობაში უცხოეთში ძალიან წარმატებული გახდა და კარგ კადრებს იქაც ითხოვენ. რა თქმა უნდა, ანაზღაურება იქ მეტია და ახალგაზრდებს ცხოვრებისეული გამოცდილების მიღება სურთ. ყველა ევროპაში მიდის.” – აღნიშნა გუბელაძემ.

მსგავსი სიახლეები

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ…

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!