ბიზნესიდღის სიახლეებიეკონომიკასაზოგადოებასაინტერესო სიახლეებისიახლეები

„მზიური გარდენსი“ მახინჯაურის ცნობილ ბალნეოკურორტს აღადგენს

0
გაზიარება

მახინჯაურში, ზღვიდან სულ რამდენიმე მეტრში, ყოფილი სანატორიუმ „მზიურის” ტერიტორიაზე სულ მალე აღდგება ისტორიული მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტი და მოეწყობა საერთაშორისო სტანდარტების მქონე 60-ნომრიანი სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი.

პროექტს „მზიური გარდენსთან“ ერთად ბრიტანული კომპანია MRMU International ახორციელებს, რომელიც უძრავი ქონების სექტორში ლიდერი საინვესტიციო კომპანიაა.

მახინჯაური ზღვისპირა კლიმატურ, ბალნეოლოგიური კურორტია, მასზე საუბრისას მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ, რომ იქ არსებულ მიკროკლიმატს და სუბთერმულ-მინერალურ წყალს, ადგილობრივი მოსახლეობა, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში იყენებდა სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.

მახინჯაურის უნიკალური მიკროკლიმატის, თერმული და მინერალური წყლების სამკურნალო თვისებები ათწლეულების წინ აღმოაჩინეს და სამეცნიერო დონეზე შეისწავლეს. გოგირდოვანი წყლების გამაჯანსაღებელი მიზნით გამოყენება კი 1880 წლიდან იწყება.

წყლის პირველი მეცნიერული კვლევა 1912 წელს ჩატარდა, აშენდა სააბაზანო შენობები და მახინჯაურის, როგორც კლიმატურ ბალნეოლოგიური კურორტის ისტორიაც ამ დროიდან დაიწყო.

მახინჯაურის თერმული წყაროების გამოსავალი, ულამაზეს მდინარე საკალმახეს ხეობაშია, რომლის ლანდშაფტი და მცენარეული საფარი თავისთავად გამაჯანსაღებლად მოქმედებს ადამიანზე და ამიტომაც სტუმრობდნენ მას წელიწადის ოთხივე დროს როგორც პოსტ საბჭოთა ქვეყნებიდან ისევ ევროპის არაერთი ქვეყნიდან. ბალნეოლოგიური კურორტი და პანსიონატი „მზიური“ ყველაზე აქტიურად 1974-1978 წლებში მუშაობდა და ვიზიტორთა რიცხვი წლის განმავლობაში 10 000-ს აჭარბებდა.

“მზიური გარდენსი“ პრემიუმ კლასის აპარტამენტებისგან შემდგარი საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტია, რომელიც ზღვიდან სულ რამდენიმე მეტრში, ყოფილი სანატორიუმის ტერიტორიაზე მდებარეობს და აერთიანებს საცხოვრებელ აპარტამენტებს, 5*-იან საერთაშორისო სასტუმროების ქსელ CROWNE PLAZA-ს და ბალნეოკურორტს. კომპლექსი 15 000 კვ.მ -ზეა განთავსებული, აქედან 12 000 კვ.მ მოიცავს სარეკრეაციო სივრცეს, რომელიც მრავალწლოვანი ფიჭვებისა და ენდემური ნარგავების შუაგულშია მოთავსებული.

საერთაშორისო სტანდარტების მქონე ბალნეოლოგიური და გამაჯანსაღებელი ცენტრით სარგებლობა როგორც „მზიური გარდენსის“ მობინადრეებისთვის, ასევე ნებისმიერი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ვიზიტორისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა, აჭარა, კონრეტულად კი მახინჯაური კვლავ ვაქციოთ ოთხივე სეზონზე მიმზიდველ დასასვენებლ ლოკაციად და ამ გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამედიცინო ტურიზმით და ბალნეოკურორტით დაინტერესებული ვიზიტორების მიღებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

მსგავსი სიახლეები

ზღვის ფსკერზე 4 თვის დაძველებით ღვინის ფასი 100-150 ლარია

საქართველოში ზღვის ფსკერზე ღვინის დაძველების პროცესი 2020 წლიდან დაიწყო, პროექტს სათავეში "საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის" თავმჯდომარე დავით ნიკოლეიშვილი მეგობართან ერთად ჩაუდგა. დავით ნიკოლეიშვილის თქმით…

მარკეტებში 1 კგ იმპორტული ლურჯი მოცვი 164%-იანი ფასნამატით იყიდება და 80 ლარი ღირს

საქართველოში ლურჯი მოცვის იმპორტი მცირედით, 0.2%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაცით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებულია 177.6 ათასი დოლარის 15.7 ტონა მოცვი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 177.3 ათასი…

მსოფლიოს უმდიდრესი მემკვიდრეების ტოპ 10-ეული

Forbes-ის მიხედვით, 66 წლის ინდოელი ბიზნესმენი მუკეშ ამბანი მსოფლიოს უმდიდრეს მემკვიდრედ ითვლება, რომლის ქონებაც 116 მლრდ დოლარად არის შეფასებული. მუკეშმა და მისმა ძმამ, ანილმა უდიდესი ქონება მამისგან, დირუბაი ამბანისგან 2002…

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა, ხოლო პირველ ადგილს სომხეთი იკავებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011 წლიდან 2023 წლამდე მონაკვეთში, სოფლის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!