დღის სიახლეებივაჭრობის სფეროსაინტერესო სიახლეებისიახლეებიქართული წარმოება

“ნაბეღლავი” უკრაინულ ბაზარზე დაბრუნდა

0
გაზიარება

„ნაბეღლავი“ კიევის და ლვოვის მაღაზიებში დაბრუნდა – ამის შესახებ მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია „მარგებელი ჰოლდინგის“ მმართველმა პარტნიორმა და დირექტორმა მიხეილ სვიმონიშვილმა გადაცემა „Forbes კვირაში“ ომის გავლენით კომპანიაში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მიხეილ სვიმონიშვილმა აღნიშნა, რომ ჰოლდინგისთვის პირველი საექსპორტო ბაზარი ომამდე უკრაინა იყო და ამ მიმართულებით ექსპორტის თუნდაც მცირე მოცულობებით აღდგენა მათთვის სასიხარულოა.

„საქართველოში, დღეს თითქმის ყველა კომპანია, შექმნილ ვითარებაში პრობლემების წინაშე დგას. „მარგებელი ჰოლდინგის“ პირველი საექსპორტო ბაზარი უკრაინა იყო, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვმუშაობდით დივერსიფიკაციაზე. ამასთან, ჩვენ კომპანიის სიცოცხლისუნარიანობას, მრავალწლიან ჭრილში ვუყურებთ. სტრუქტურულად კომპანია სწორადაა აწყობილი და ამა თუ იმ ძლიერი შოკის გასაძლებად მზადაა. რა თქმა უნდა, რთულია და გვაქვს დანაკარგები ექსპორტში, მაგრამ 5 მლნ ბოთლით უფრო მეტს გავყიდით თუ ნაკლებს, ამაზე მეტად ის მორალური შოკი გვაწუხებს, რაც უკრაინაში ხდება. შესაბამისად, ჩვენს დანაკარგებს ასე პირდაპირ არ ვუყურებთ.

გაკვირვებული დავრჩი, როცა ერთი კვირის წინ უკრაინიდან პირველი შეკვეთები მივიღეთ, ეს ჩემთვის ერთ-ერთი დიდი სიხარული იყო, არა რაოდენობის გამო, არამედ პრეცენდენტის გამო, რადგან ჩვენი პროდუქტი (ნაბეღლავი) კიევისა და ლვოვის მაღაზიებში დაბრუნდა“, – განაცხადა მიხეილ სვიმონიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ზღვის ფსკერზე 4 თვის დაძველებით ღვინის ფასი 100-150 ლარია

საქართველოში ზღვის ფსკერზე ღვინის დაძველების პროცესი 2020 წლიდან დაიწყო, პროექტს სათავეში "საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის" თავმჯდომარე დავით ნიკოლეიშვილი მეგობართან ერთად ჩაუდგა. დავით ნიკოლეიშვილის თქმით…

მარკეტებში 1 კგ იმპორტული ლურჯი მოცვი 164%-იანი ფასნამატით იყიდება და 80 ლარი ღირს

საქართველოში ლურჯი მოცვის იმპორტი მცირედით, 0.2%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაცით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებულია 177.6 ათასი დოლარის 15.7 ტონა მოცვი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 177.3 ათასი…

მსოფლიოს უმდიდრესი მემკვიდრეების ტოპ 10-ეული

Forbes-ის მიხედვით, 66 წლის ინდოელი ბიზნესმენი მუკეშ ამბანი მსოფლიოს უმდიდრეს მემკვიდრედ ითვლება, რომლის ქონებაც 116 მლრდ დოლარად არის შეფასებული. მუკეშმა და მისმა ძმამ, ანილმა უდიდესი ქონება მამისგან, დირუბაი ამბანისგან 2002…

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა, ხოლო პირველ ადგილს სომხეთი იკავებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011 წლიდან 2023 წლამდე მონაკვეთში, სოფლის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!