დღის სიახლეებირეპორტაჟებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

„Nail Lab“ – მყუდრო გარემო თქვენი სილამაზისთვის

0
გაზიარება

ორი წლის წინ ქალაქ გორში პატარა, ლამაზი, მყუდრო სალონის, Nail Lab“-ის დაარსებას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც ორი მეგობრის მიერ საქმისადმი პროფესიონალური მიდგომებითა და სიყვარულით დღემდე წარმატებით აგრძელებს ფუნქციონირებას.                                                                                                                                        „Nail Lab“ – ადგილი, რომელიც სიმყუდროვესთან და სასიამოვნო გარემოსთან ასოცირდება, სადაც ქალბატონებს გალამაზებასთან ერთად სრული განტვირთვის შესაძლებლობა ეძლევა.

„ყოველთვის დიდი სურვილი გვქონდა გვეკეთებინა საქმე ერთობლივად, რომელშიც გვექნებოდა სათანადო განათლება და რაც მთავარია ეს საქმე უნდა ყოფილიყო მუდმივად განვითარებადი, ხელოვნების ელემენტებით, რომელსაც დიდი სიყვარულით გავაკეთებდით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვესწავლა მანიკურისა და პედიკურის სპეციალობა. გავიარეთ კურსები, შემდეგ სრული სპეციალიზირებული სწავლება,სემინარები, მივიღეთ პრაქტიკული გამოცდილება და მხოლოდ ამის შემდეგ მივეცით თავს უფლება გადაგვედგა პირველი ნაბიჯები სილამაზის სფეროში. სწორედ ასე ვაჩუქეთ ჩვენს ქალაქს, გორს პატარა, ლამაზი, მყუდრო სალონი Nail Lab“ – ნათია ბირთველიშვილი, სალონ- Nail Lab-ის თანადამფუძნებელი

„Nail Lab“- ში თითოეულ მომხმარებელს თავისი, ინდივიდუალური ქლიბი აქვს, როგორც მანიკურისთვის ასევე პედიკურისთვის და ერთჯერადი ინვენტარი ტერფების დასამუშავებლად.

ეს არის სალონი, სადაც თითოეული მომხმარებლის თვალწინ იხსნება სტერილიზებული ინსტრუმენტი, რომელიც გადის სამ დონიან დამუშავებას.

Nail Lab -ი დავაარსე ჩემს უახლოეს და უსაყვარლეს ადამიანთან ერთად. ჩვენთვის თითოეული სტუმრის კეთილგანწყობა მნიშვნელოვანია. ბაზარზე არსებული დიდი კონკურენციის მიუხედავად, ყოველ ნაბიჯზე ვერ შეხვდებით სალონს, რომელიც თავს მოიწონებს ხარისხიანი ნამუშევრებით, მაღალი დონის პროდუქციითა და სტერილიზაციის დონის 100% დაცვით. სწორედ Nail Lab -ში შეძლებთ მყუდრო გარემოში მიიღოთ ერთდროულად ხარისხიანი და უსაფრთხო მომსახურება. ჩვენს მიერ შეთავაზებული სერვისია ზრუნვა თითოეულ მომხმარებელზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  სტუმრებმა იგრძნონ ჩვენი პატარა გუნდის ზრუნვა მათ უსაფრთხოებასა და სილამაზეზე.“ –  ლიკა მამუკაშვილი სალონ- Nail Lab-ის თანადამფუძნებელი

ძალიან მალე  „Nail Lab“  თავის ერთგულ მომხმარებლებს ფასდაკლების ბარათებს შესთავაზებს, ხოლო სამომავლოდ სალონის გაფართოებასა და სხვადასხვა სახის სალონური მომსახურებების დამატებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

 

 

მსგავსი სიახლეები

ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 29.7 წლამდე, კაცებისთვის კი 32.1 წლამდე გაიზარდა

საქართველოში ქორწინების საშუალო ასაკი ყოველწლიურად ფაიზრდება - ამას ადასტურებს 2023 წლის დემოგრაფიული ანგარიში, რომელიც საქსტატმა გამოაქვეყნა.  დოკუმენტის თანახმად, 2023 წელს საქართველოში 22,275 ქორწინება დარეგისტრირდა, რაც…

ბანანის რეექსპორტი თითქმის 1300%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტის ზრდამ 85% შეადგინა

საქსტატის მონაცემებით, წელს 2 თვეში ქვეყნიდან 1 632 ტონა (1,416 მლნ აშშ დოლარის) პროდუქტი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 117.3 (124.5 ათასი აშშ დოლარის). სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს საქართველომ 1 კგ ბანანი…

გურიაში პირველი ეროვნული პარკი იქმნება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“, რომლის მიღების შედეგად ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების…

გასულ წელს საქართველოში 22 ათასი ქორწინება და 13 ათასი განქორწინება დარეგისტრირდა

2023 წელს საქართველოში 22,275 ქორწინება დარეგისტრირდა -ინფორმაცია ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. ანგარიშის მიხედვით, 2022 წელთან შედარებით საქართველოში ქორწინებების რაოდენობა 14.5%-ით…

საქართველოში One republic, Scorpions და Jungle ჩამოდიან

Starring Georgia-ს ფარგლებში, მიმდინარე წელს ქვეყანაში One republic, Scorpions, Jungle ჩამოვლენ - ინფორმაციას Black Sea Arena სოციალურ ქსელში ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა 29 მარტიდან ეტაპობრივად დაიწყება.29 მარტიდან, 10:00…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!