NanoLand – ეს არის მყუდრო, რომანტიკული და კომფორტული გარემო ულამაზეს დუშეთში, ბაზალეთის ტბასთან ახლოს, საოცარი ხედებით, კარკასული აუზით და დამსვენებლისთვის შექმნილი ყველა პირობით.
NanoLand აერთიანებს: გლემპინგსა და კოტეჯს
2 პერსონა – 150 ლარი
4 პერსონა – 200 ლარი
„ნანოლენდის“ დამფუძნებელი, დუშეთში დაბადებული და გაზრდილი ნანიკო კელიხაშვილია, რომლის უდიდესი სურვილია, რომ დუშეთის სილამაზე ბევრმა ადამიანმა იხილოს და დატკბეს მისი ხედებით.
“ჩემი ინსპირაციის წყარო აჭარაში და რაჭაში ნანახი გლემპინგ კოტეჯები იყო, დავინახე თუ არა იმ წამსვე გავიფიქრე – დუშეთს როგორ მოუხდებოდა-თქო. დუშეთი მართლაც გამორჩეულია ლამაზი ხედებით, სუფთა ჰაერით და ძალიან მომინდა ეს სილამაზე უფრო მეტ ტურისტს თუ ადგილობრივს ენახა და უკეთ გაეცნო დუშეთი. ასე გაჩნდა გლემპინგი ჩემს წარმოსახვაში, რამდენიმე ხანში კი ოჯახის დახმარებით ოცნება ავიხდინე და დუშეთში პირველი გლემპინგ კოტეჯი დავდგი, რომელსაც „ნანოლენდი“ დავარქვი.
NanoLand ჩემთვის ყველაფერია, მასში დიდი შრომა ჩავდე და საკუთარი შვილივით მიყვარს. ეს არის კომფორტული დასვენება კარავში. გლემპინგის სერვისით ძირითადად წყვილები სარგებლობდნენ, თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე საჭირო გახდა მეგობრული თავშეყრებისთვის ისეთი კოტეჯის შეთავაზება, რომელშიც რამდენიმე ადამიანის განთავსება იქნებოდა შესაძლებელი, შესაბამისად დავამატეთ 4-5-ადამიანზე გათვლილი, ყველა კომფორტით უზრუნველყოფილი კოტეჯი. გლემპინგსა და კოტეჯს იზოლირებული ეზოები აქვთ, რაც მათ სიმყუდროვეს განაპირობებს
სამომავლოდ გაფართოებასთან დაკავშირებით დიდი გეგმები მაქვს… მიმდინარე წელს, კიდევ ერთი ახალი კოტეჯის დამატება იგეგმება, რომელიც განსხვავებული დიზაინის იქნება. მინდა ეს ტერიტორია დამსვენებლებისთვის განსაკუთრებულ და გამორჩეულ ადგილად ვაქციო.
თუ საკუთარი თავის გჯერა ყველაფერი ძალიან მარტივად გამოვა ასე, რომ ბევრ სასიამოვნო სიახლეს შევთავაზებთ ბუნებისა და სიმშვიდის მოყვარულებს” – ნანიკო კელიხაშვილი
მის: Dusheti, Pirmisaani
ტელ : 598 49 90 50
ელ. მისამართი : [email protected]