დღის სიახლეებისიახლეები

NASA-ს ორი ასტრონავტი კოსმოსური ხომალდის, Starliner-ის ტექნიკური პრობლემების გამო კოსმოსში გაიჭედნენ

0
გაზიარება

Sky News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, NASA-ს ორი ასტრონავტი, ბარი “ბუჩ” ვილმორი და სუნიტა “სუნი” უილიამსი, Boeing-ის კოსმოსური ხომალდის, Starliner-ის ტექნიკური პრობლემების გამო კოსმოსში გაიჭედნენ

ასტრონავტები დედამიწიდან 5 ივნისს გაფრინდნენ, მათი მისია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) 8 დღიანი უნდა ყოფილიყო თუმცა, კოსმოსური ხომალდის გაუმართაობამ, მათი დაბრუნება განუსაზღვრელი ვადით გადადო.

Starliner-მა ჰელიუმის გაჟონვის ხუთი, მანევრირების რამდენიმე და საწვავის სარქველის დახურვის ერთი პრობლემური შემთხვევა დააფიქსირა. ამ საკითხებმა ასტრონავტების დაბრუნების თარიღი არაერთხელ გადადო, ამ ეტაპისთვის კი NASA-ს მიერ, დაბრუნების თარიღად 6 ივლისია მოხსენიებული. უპირველესი საზრუნავი Starliner-ის მამოძრავებელი სისტემის გამართულობის უზრუნველყოფაა, რომელიც ISS-დან უსაფრთხოდ დაბრუნებისა და დედამიწის ატმოსფეროში ხელახლა შესვლისთვის პროცესში გადამწყვეტ როლს თამაშობს.

მიუხედავად ამ პრობლემებისა, უილმორი და უილიამსი ISS-ის ბორტზე ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდნენ საქმიანობას, ასრულებდნენ ტექნიკურ დავალებებსა და ამოწმებდნენ Starliner-ის სისტემას. მიუხედავად იმისა, რომ Starliner-ს აქვს შესაძლებლობა 45 დღემდე იყოს ასეთ მდგომარეობაში, NASA-მ საგანგებო გეგმა შეიმუშავა, რომელიც SpaceX-ის Crew Dragon-ს გამოყენებას გულისხმობს( რომელიც ამჟამად ISS-ზეა განლაგებული), რომელსაც საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში შეუძლია ასტრონავტების დაბრუნება უზრუნველყოს. თუმცა ეს მისიის წარმატებულობისა თუ წარუმატებლობის გარშემო კიდევ უფრო ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. 8 დღიანი მისია Starliner-ის ისეთი სახით ჩამოყალიბებას ისახავდა მიზნად, როგორც SpaceX-ის Crew Dragon-ის საიმედო ალტერნატივა(ასტრონავტების გადასაყვანად), თუმცა Boeing-ის პროგრამა საწყის ეტაპზევე მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დადგა.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!