დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

National Geographic Travel magazine-მა 100 საუკეთესო ქალაქის შესახებ გზამკვლევი მოამზადა

0
გაზიარება

გავლენიანმა სამოგზაურო გამოცემამ National Geographic Travel magazine 100 საუკეთესო ქალაქის შესახებ სპეციალური გზამკვლევი მოამზადა, სადაც გზამკვლევში თბილისის ტურისტული ადგილებია წარმოდგენილი.

სპეციალურ გამოცემაში ჟურნალისტი ჯოზეფ რიჩარდ იოგერტი თბილისის შესახებ წერს, რომელმაც საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში იმოგზაურა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გზამკვლევში აღწერილია თბილისის ისტორიული უბნები, ისტორია, კულტურული ძეგლები, მუზეუმები, თეატრები ტურისტული მარშრუტები, სასტუმროები, კვების ობიექტები და ასევე, თბილისთან ერთად გზამკვლევი ტურისტებს მცხეთასაც აცნობს.

„თბილისი დიდი ხანია აღმოსავლეთისა და დასავლეთის გავლენის ქვეშაა მოქცეული. ამ ქალაქის მემკვიდრეობა ვიზიტორებს საკუთარ გრძნობებს აცნობს. ქალაქის გზაჯვარედინზე ტრადიციული მუსიკის მოსმენისას ეცნობით მემკვიდრეობას, რომელიც როგორც ადრეული ქრისტიანული პერიოდის, ასევე ახლო აღმოსავლური რეგიონის გავლენას განიცდის. აქ შეძლებთ დააგემოვნოთ გემრიელი ქართული კერძები, რომელიც როგორც სპარსულს, ასევე ხმელთაშუაზღვის რეგიონს აერთიანებს. შეგიძლიათ იხილოთ და შეეხოთ მემკვიდრეობას, რომელიც ძველი თბილისის არქიტექტურაშია გამოკვეთილი. აქ „იტალიურ ეზოებს“ იხილავთ, რომლის აივნებიც ხის მოაჯირებითა და სპირალური კიბეებით გამოირჩევა. ეს დიზაინი აბრეშუმის გზის ქარვასლას უფრო მოგაგონებთ, ვიდრე იტალიურს. აქ სამეზობლოში ეზოს ცხოვრების წესი ყველას თაობის ოჯახს აერთიანებს. აქ იკრიბებიან, იკვებებიან, საუბრობენ, მღერიან, ქეიფობენ და თამაშობენ. საუკუნეებია თბილისელები ამ პროცესით იღებენ სიამოვნებას,“- წერს ჯოზეფ რიჩარდ იოგერტი.

National Geographic Travel magazine-ის ჟურნალისტი გზამკვლევში დეტალურად აღწერს გოგირდის აბანოებს, მცხეთის ტაძრებს და თბილისის ეროვნულ პარკს.

„თბილისის ეროვნული პარკი საგურამოს ქედის ჩრდილოეთით არის გაშლილი. აქ ველურ ბუნებაში ფოცხვერი, დათვი და ირემი ბინადრობს. ეროვნულ პარკში საფეხმავლო ბილიკებია მოწყობილი. აქედან თვალწარმტაცი ხედი იშლება თიანეთის გზაზე“, – წერს ავტორი.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!