აშშ-ის, ევროკავშირისა და კანადის შემდეგ სოციალურ მედია TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ჩრდილო ატლანტიკური ალიანსში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ.
ნატო-ს მაღალჩინოსნებმა გადაწყვეტილება უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობის გამო მიიღეს.
კიბერუსაფრთხოება ნატოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ალიანსში მოქმედებს მკაცრი წესები სამსახურებრივ მოწყობილობებზე ამა თუ იმ აპლიკაციის გამოყენების მიმართ.