საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი ერთ კვირაში 5%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელი ბრენტის ფასი 88 დოლარს შეადგენს, ამერიკული WTI-ს ფასი კი 83 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ჯერ კიდევ წინა თვეს ბრენტის ფასი 97 დოლარს აჭარბებდა, თუმცა მას შემდეგ ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება.
ერთ კვირაში 5.5%-ითაა შემცირებული რუსული ნავთობის ფასიც და ბარელი Urals-ის ღირებულება საშუალოდ 74 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
დაღმასვლის ტენდენციაა, ასევე ბუნებრივ აირთან მიმართებითაც, აშშ-ისა და ევროკავშირის მასშტაბით გაზის ფასი საშუალოდ 2.5%-ით შემცირდა და მეგავატი-საათი ენერგიის ღირებულება ამჟამად 37 ევროს შეადგენს. ერთწლიან პერიოდში ბუნებრივი აირი 53%-ითაა გაიაფებული.