ბიზნესი

ნავთობის ფასი 100 დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა, ეცემა ფიუჩერსების ფასიც

0
გაზიარება

საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასები კვლავაც მცირდება – გასულ 24 საათში ბარელი ბრენტის ღირებულება 100-დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა; WTI Crude-ის ფასი კი 95 დოლარამდე შემცირდა, რაც მოკლე პერიოდში ფასების ვარდნის თითქმის 5%-იანი მაჩვენებელია.

ენერგორესურსების ფასების შემცირება, ძირითად, გლობალურ მაკროეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ფაქტორებთანაა დაკავშირებული.

დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება ფიუჩერსულ კონტრაქტებთან მიმართებითაც. ნავთობის სამომავლო ფასების შემცირება იმაზე მიუთითებს, რომ ტრეიდერები მომავალში ენერგორესურსების კიდევ უფრო მეტად გაუფასურებას პროგნოზირებენ.

ბარელი ნავთობის ფიუჩერსების ფასები თვეების მიხედვით:

2022 წლის აგვისტო – $96.7
2022 წლის სექტემბერი – $96.7
2022 წლის ოქტომბერი – $91.6
2022 წლის ნოემბერი – $89.3
2022 წლის დეკემბერი – $87.5
2023 წლის იანვარი – $86.1
2023 წლის თებერვალი – $84.9
2023 წლის მარტი – $83.6
2023 წლის აპრილი – $81.9

საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასების შემცირების ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი აზიის მასშტაბით COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების გავრცელებაცაა. აღნიშნული მოვლენა ზრდის იმის რისკის, რომ ჩინეთის მთავრობამ უმსხვილეს ქალაქებში კიდევ ერთხელ დააწესოს მკაცრი რეგულაციები და ლოკდაუნები, რაც, თავის მხრივ, შეამცირებს ქვეყნის მასშტაბით მობილობას და საწვავზე მოთხოვნას.

ენერგორესურსებით მოვაჭრეთათვის ნეგატიურ ფაქტორად სახელდება მიმდინარე კვირას აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შეხვედრა OPEC-ის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან. იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და საუდის არაბეთი ნავთობის მიწოდების გაზრდის გადაწყვეტილებას მიიღებს, სავარაუდოდ, ნავთობის ფასებზე ნეგატიური ზეწოლა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება.

მსგავსი სიახლეები

Chateau De Vere • შატო დე ვერე წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა

სასიამოვნო სიახლე Tourist card Georgia - ისა და SuccessCard.ge -ს  მომხმარებლებისთვის, "Chateau De Vere • შატო დე ვერე"  წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა, შესაბამისად ბარათის…

EverLady – თოკით, სილიკონითა და სხვადასხვა ქსოვილებით შექმნილი ორიგინალური ჩანთები და საფულეები

შვილთან ყოფნის სურვილისა და საკუთარი შემოსავლის არსებობის ფონზე შეიქმნა ჩანთებისა და საფულეების ონლაინ პლატფორმა „EverLady“, რომელმაც პოპულარობა მალევე მოიპოვა. თოკით, სილიკონითა და სხვადასხვა ქსოვილებით შექმნილი, დახვეწილი…

სტუდენტებს, რაც მეტი დასაქმების ფანჯარა და შესაძლებლობა ექნებათ, მით უკეთესი – ნატო ქათამაძე

SGBA - წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია, რომელსაც საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და ბიზნესების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე Success card - ის, როგორც HR პროდუქტის…

Success Card – სპეციალური შეთავაზება კომპანიებში დასაქმებულებისთვის, 50% – იანი ფასდაკლება წამყვანი კომპანიების 1 000 -მდე ობიექტში

დღეს კომოპანიები აქტიურად იყენებენ კორპორატიულ ბენეფიტებს, როგორც დასაქმებულთა მოტივაციის გაზრდისა და გუნდურობის გასაძლიერებლად, ასევე კვალიფიციური კადრების მოსაზიდად და ბიზნესის მდგრადობის შესანარჩუნებლად. წარმატებული…

მოვიდა დრო, როდესაც აქტუალურია ვიფიქროთ თანამშრომლების კეთილდღეობაზე – თეონა ბაღათურია

SGBA - წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია, რომელსაც საქართველოს წარმატებული ბიზნესების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს დაეთმო, რომლებიც ადამიანურ…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!