მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასები ისევ იმატებს. ამ დროისთვის Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 74 დოლარამდეა გაზრდილი, WTI Crude-ის ღირებულებამ კი 69 დოლარი შეადგინა.
ზრდის ტენდენცია ფიქსირდება ბუნებრივ აირთან მიმართებითაც, ერთ დღეში ევროპული გაზის ღირებულება 12%-ით გაიზარდა და მეგავატი-საათი ენერგიის ღირებულებამ 36 ევროს მიაღწია.
ნავთობიმპორტიორთა კავშირის ცნობით, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგები შემცირდა 3,83 მილიონი ბარელით და შეადგინა 463,293 მლნ ბარელი.
5 ყველაზე დიდ ბენზინგასამართ სადგურზე ( ვისოლი, ლუკოილი, გალფი, რომპეტროლი, პორტალი) სუპერის ტიპის საწვავი 3.57 ლარი ღირს, მხოლოდ „სოკარშია” ფასი 3.49 ლარი.
პრემიუმის ფასი 2.68 ლარიდან 2.77 ლარამდეა. რეგულარის ფასი 2.40 ლარიდან 2.52 თეთრამდე.
ხოლო გაზის ფასი ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1.55 ლარიდან 1.69 ლარამდე მერყეობს.