მთვარის მტვერი, რომელიც დედამიწის თანამგზავრზე ამერიკელმა ასტრონავტმა ნილ არმსტრონგმა შეაგროვა აუქციონზე Bonhams იყიდება.
გამოცემის ინფორმაციით, არმსტრონგმა მტვერი 1969 წელს, მისია „აპოლონ 11“-ის ფრენს დროს NASA-სთვის შეაგროვა. ვაჭრობა 13 აპრილს შედგება, ლოტის საწყისი ფასი 800 ათასი დოლარია. NASA-მ მტვრის ავთენტურობა დაადასტურა.
ნილ არმსტრონგი პირველი ადამიანია, ვინც მთვარეზე გაიარა. ამერიკელი ასტრონავტები დედამიწის თანამგზავრზე 1969 წლის 20 ივლისს დაეშვნენ.