2022 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 521.2 მლნ აშშ დოლარი (1421.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 151.4%-ით (313.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 98.2% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ნოემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.4% მოდიოდა-ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 98.2% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ნოემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.4% მოდიოდა.
2022 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.4 მლნ აშშ დოლარი (85.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა.