სატელეკომუნიკაციო ტექნიკის მწარმოებელი ფინური კომპანია Nokia საბოლოოდ წყვეტს საქმიანობას რუსეთის ტერიტორიაზე. ამის შესახებ Reuters-ს კომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა.
„წლის ბოლომდე ჩვენი თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა დატოვებს რუსეთს და ჩვენ დავცლით ყველა ოფისს. ხოლო ფორმალური დარჩენა იქნება მანამდე, სანამ კომპანია დაასრულებს იურიდიულ დახურვას“, – განუცხადა მან სააგენტოს.
სააგენტოს ცნობით, რუსეთს უახლოეს მომავალში საბოლოოდ დატოვებს შვედური სატელეკომუნიკაციო კომპანია Ericsson. მათივე ცნობით, კომპანიას რუსეთში დასაქმებული ჰყავს 400 თანამშრომელი, რომელთაც კომპანია გარკვეული პერიოდი ფინანსურ დახმარებას გაუწევს.