„ნოვა“- ბიზნესი, რომლის სახელიც დამფუძნებლების სოფლების სახელწოდებით შეიქმნა 16 წლის გახდა და დღეს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ცნობილი ბრენდია. კომპანია ზრდას და გაფართოებას არ აჩერებს, რამდენიმე ასეულ ქართულ პროდუქტს აწარმოებს და 800-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
„16 წლის შემდეგ ნოვა არის სისტემური კომპანია, რომელიც ერთი სახურავის ქვეშ უამრავი მიმართულების ბიზნესს და 800-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს და ქმნის ქართულს. ჩვენმა კომპანიამ ძალიან ბევრი ინვესტიცია გააკეთა, რომ კომპანია სისტემური და ჯანსაღი ყოფილიყო. წარმოების მიმართულებით ტემპს არ ვაგდებთ, წელს განსაკუთრებული ტემპით ვმუშაობთ და ბევრი სიახლე გვაქვს, რომელიც ჩვენთვისაც შთამბეჭდავია, გავხსენით 4 მეგაცენტრი, ვამატებთ სამ დიდ წარმოებას, მათ შორის ერთი ბათუმის, ხოლო ორი თბილისში. წარმოების მიმართულებით მასშტაბური პროექტები განხორციელდა, ახლა საჭიროა შესაბამისი ხარისხი“ – ზვიად აბულაძე – „ნოვას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
მეგაცენტრებში 40 000-მდე დასახელების პროდუქტია წარმოდგენილი.