დღის სიახლეებივაჭრობის სფეროსტარტაპებიქართული წარმოება

“ნუკი კოსმეტიკსი”-სიყვარულით ნუკისგან

0
გაზიარება


ცნობილმა ქართველმა მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნუკი კოშკელიშვილმა გადაწყვიტა საკუთარი კოსმეტიკის ბრენდის დაარსება. 2019 წლიდან ნუკიმ დაიწყო პროექტზე მუშაობა ხოლო 2020 წელს მან უკვე პირველი ბრენდირებული პომადა გამოუშვა. ტუჩსაცხმა დიდი მოწონება დაიმსახურა და მალევე ძალიან რთულად საპოვნელიც გახდა, მოკლედ რომ ვთქვათ ფურორი მოახდინა.
ტუჩსაცხის შემდეგ იყო ტონალური, რომელიც ყველა ტიპის კანის ფერს ერგება. გამოირჩევა მაღალი დაფარვით, თხელი სტრუქტურით. არ შეიცავს ზეთებს. მის შემადგენლობაში შედის მხოლოდ ისეთ ელემენტები, რომლებიც სახის კანს უფრო ატენიანებენ და ბუნებრივს ხდიან. სხვადასხვა პროდუქტების წარმოების შემდეგ “ნუკი კოსმეტიკსის” ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი სუნამო გახლდათ -სახელად “ნუკი-სიყვარულით ნუკისგან”. იდეის ავტორმა მამაკაცებზეც იზრუნა და მათთვისაც გამოუშვა სუნამო. ბრენდს წარმოდგენილი აქვს შემდეგი პროდუქტები, როგორიცაა: ჰაილაითერი. ტუჩის რბილი და მდგრადი ფანქრები,წამწამის და წარბის ტუშები, კორექტორები, კონსილერები.
დღესდღეობით “ ნუკი კოსმეტიკსი” ქართული დეკორატიული კოსმეტიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია. მან დიდი მოწონება დაიმსახურა არამარტო ქართველ, არამედ უცხოელ მომხმარებლებშიც. ბრენდის სტენდები განთავსებულია თბილისში,ქუთაისსა და ბათუმში

მსგავსი სიახლეები

მეორადი ავტონაწილების იმპორტი იზრდება

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში ქვეყანამ 6.818 მლნ დოლარის ნაწილები შეიძინა, მაშინ, როცა 2024 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 7.410 მლნ დოლარამდე გაიზარდა. 2023 წლის სრული მონაცემების…

თბილისში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ 3 თვეში 4.403 მლნ ლარი შეადგინა

საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარ-მარტში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 4 403 616 ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ…

Business summit 2024 – საუკეთესო პლატფორმა, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაციისთვის

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის და პიარ საკონსულტაციო კომპანია Fame Consulting • ფეიმ კონსალტინგი -ს ორგანიზებით  24 მაისს Hotels & Preference Hualing Tbilisi წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა : Business Summit 2024…

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ბრილიანტები – Blue Hope 350 მილიონი დოლარი ღირს

წარმოგიდგენთ ყველაზე ძვირად ღირებულ ბრილიანტებს: Blue Hope ბრილიანტი: 350 მილიონი დოლარი როგორც ამბობენ, ცნობილი Blue Hope ბრილიანტი დაწყევლილია და მესაკუთრესთვის უბედურება მოაქვს. მე-17 საუკუნის დასაწყისში ინდოეთში…

2024 წლის უმდიდრესი ძირძველი ამერიკელი ტომები

2024 წლის მონაცემებით, ამერიკის ძირძველი ინდიელების ტომების ქონება გაიზარდა. სემინოლის ტომი - 764 მილიონი დოლარი ფლორიდაში მცხოვრები “სემინოლის ტომი“ აკონტროლებს Seminole Hard Rock Hotel & Casino-ების ქსელების 72%-ს. ტომი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!