დღის სიახლეებისიახლეები

ნუშის გულის ფასი 10%-ით გაიზარდა

0
გაზიარება

2023 წელს, გასულ წელთან შედარებით, ქართული წარმოების ნუშის მოსავლის რაოდენობა 30%-ით გაიზარდა და ნაჭუჭით 2 000 ტონა შეადგინა, გამოსავლიანობა კი 30% იყო.

ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, ნიკო ნიკოლაძის განცხადებით, მიღებული ნუშის გულის 80% ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდა.

ქართული ნუში ექსპორტზე მასობრივად ჯერჯერობით არ გადის, თუმცა მიღებული მოსავლის ნაწილი საცდელად თურქეთში, ინდოეთსა და გალფის ქვეყნებში გაიგზავნა. ამასთანავე, ნაწილი არაპირდაპირი გზით, სომხეთის გავლით, რუსეთში გავიდა.

„ექსპორტზე მასშტაბურად არ გადის. მოცულობა არ გვაქვს საკმარისი, რომ ევროპის ბაზარი გვქონდეს მიზნად და შევიდეთ ამ ბაზარზე. თან წელს ფასი საკმაოდ დაბალი იყო საერთაშორისო ბაზარზე. ამას აქვს კონკრეტული მიზეზი – აშშ-მ შემოიტანა ერთიანად ბაზარზე შარშან, შარშანწინ და წელს.
პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება და წელს ბოლო ერთ თვეში 10%-იანი ზრდა არის ნუში გულის ფასზე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ 2024 წელს მოსავლის ფასის მიხედვით, სავარაუდოდ, უფრო მაღალი მაჩვენებლით გაიხსნება. ეს გამოწვეულია იმით, რომ აშშ-ს დაგროვილ მარაგებს გაუვიდა ვადა ან სრულად გაიყიდა, ნუშის გულის ვადა 2 წელია, იმის შემდეგ ვადაგასულად ითვლება.
ესპანეთში 4 ევროა ნუშის ფასი. რაც შეეხება ქართული ნუშის საექსპორტო ფასს, გაცილებით დაბალია იმიტომ, რომ ესპანეთი არის მწარმოებელი ქვეყანა და ევროპის ბაზარზე ის ლიდერობს, როგორც თავისი წარმოებული პროდუქციით, ასევე ამერიკიდან ახორციელებს იმპორტს, შემდეგ კი დამუშავებას, შეფუთვას და ქსელებისთვის მიწოდებას“, – განაცხადა ნიკო ნიკოლაძემ.

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარში 6 250 აშშ დოლარის 1 ტონა ქართული წარმოების უნაჭუჭო ნუში ექსპორტზე სრულად ინდოეთში გავიდა. რაც შეეხება იმპორტს, ამავე პერიოდში ქვეყანაში 203 ათასი აშშ დოლარის 79 ტონა ნაჭუჭგაცლილი ნუში შემოვიდა. იმპორტიორი ქვეყნები აშშ, თურქეთი, ბელგია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და პოლონეთი იყო.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!