გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, ოქრო და სხვა ძვირფასი მეტალები გაუფასურდა. ამის მიზეზი კი დოლარის გამყარება და ამერიკის სახელმწიფო ობლიგაციების მომგებიანობის შესახებ ინფორმაცია გახდა.
ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე (NYMEX) ოქროს ფასი 0.35%-ით გაუფასურდა და უნციაზე 1 639 დოლარი შეადგინა, ხოლო ვერცხლის ფასმა 0.79%-ით მოიკლო 18,99 დოლარამდე.
ბაზრის მონაწილეები ელოდებიან ამერიკის ფედრეზერვის სხდომას, რომელიც 1-2 ნოემბერს უნდა ჩატარდეს. ანალიტიკოსების უმეტესობის აზრით, ფედრეზერვი კვლავ გაზრდის საპროცენტო განაკვეთს 75 საბაზისო პუნქტით 3.75-4%-მდე. ამის შემდეგ კი ამერიკის ცენტრალური ბანკი შეამცირებს განაკვეთების ზრდის ტემპებს.