ახალი კანონის მიხედვით, საცალო გამყიდველები და რესტორნები ვეღარ შეძლებენ გამოიყენონ და გაყიდონ ერთჯერადი პლასტმასის ჩანგლები, დანები, თეფშები, კონტეინერები თუ სხვ. შოტლანდიის და უელსის მთავრობებმა უკვე გადადგეს ამგვარი ნაბიჯები. გადაწყვეტილების მიზანი პლასტმასათი დაბინძურების შემცირება და ზღვის ეკოსისტემის დაცვაა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bloomberg ავრცელებს.
ეს ნაბიჯი ნაწილია გარემოს დაცვის გეგმისა, რომელიც მიზნად ისახავს გარეუბნებისა და ოკეანეების პლასტმასათი დაბიძნურების, ასევე პლასტმასას წარმოებისას თუ მისი განადგურებისას გამოყოფილი ნახშირბადის შემცირებას.
ინგლისი ყოველწლიურად 2.7 მილიარდ ერთეულ ერთჯერად ჭურჭელს იყენებს, მაგრამ მათგან მხოლოდ 10% გადამუშავდება.
პლასტმასას სულ უფრო აქტიურად მიიჩნევენ ეკოლოგიურ პრობლემად, რამეთუ ხშირად ისინი არ იხრწნება ან ამისთვის რამდენიმე საუკუნეა საჭირო, ამან კი ოკეანეების და ნაპირების დაბინძურების დონე გაზარდა.