ტექნოლოგიებიდღის სიახლეებისიახლეებისტარტაპები

ორი მეგობარის დიდი წამოწყება – კომპანია “ეფლის” წარმატების ისტორია

0
გაზიარება

კომპანია Apple-ის ისტორია ოცდაათ წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო, როდესაც ორმა მეგობარმა, ორმა სტივმა (სტივ ჯობსი და სტივ ვოზნიაკი) გადაწყვიტა საკუთარი კომპანიის დაარსება, რომელიც კომპიუტერების წარმოებითა და გაყიდვით იქნებოდა დაკავებული. ოფიციალური დოკუმენტაციით კომპანიის დაფუძნდა 1976 წლის 1 აპრილს. არსებობს რამოდენიმე ვერსია ისეთი უცნაური სახელისა, როგორიც დაარქვეს კომპანიას. ყველაზე ცნობილი ვერსიით, დამფუძნებლებმა ვერაფით მოიფიქრეს რაიმე ნორმალური სახელი და გაბრაზებულმა ჯობსმა განაცხადა: თუ დილამდე არ იქნებოდა რაიმე მოფიქრებული, ის კომპანიას სახელად დაარქმევდა ვაშლს. როგორც ცნობილია, ვაშლი სტივ ჯობსის საყვარელი ხილი იყო. ასეც მოხდა, ერთ-ერთი ყველაზე ცნოლბილი ბრენდის სახელი ჯობსის საყვარელი ხილის სახელიდან მომდინარეობს. ამის გარდა, სახელი Apple უფრო წინ დგას მისამართა წიგნში, ვიდრე Atari, რომლის გადასწრების სურვილი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო. 1976 წელს, ბაზარზე პირველად გამოჩნდა ხელით აწყობილი პირველი მოდელი Apple I.არმოების ათი თვის განმავლობაში შექიმნა 175 ეგზემპლარი, საცალო ფასი – 666,66 დოლარი.

From Fruit to Fame: The Evolution of the Apple Logo​ - Tailor Brands

1977 წლის თებერვალში კომპანია Apple-ის პირველი პრეზიდენტი გახდა მაიკლ სკოტი. წინ გადადგმული ნაბიჯად შეგვიძლია ჩავთვალოთ Apple II-ის გამოშვება ამავე წლის აპრილში. ეს გახლდათ პირველი პერსონალური კომპიუტერი ფერადი გრაფიკის მატარებელი ეკრანით. ეკრანზე რამოდენიმე ფერის გამოტანის შესაძლებელობა, ხმასთან მუშაობის შესაძლებლობა, ჩადგმული ხმამაღლამოლაპარაკე შესამჩნევად გამოარჩევდა ამ მოდელს კონკურენტების მიერ შექმნილი კომპიუტერებისაგან. ელექტრონული ნაწილი ჩამონტაჟებული იყო სპეციალურად შექმნილ პლასტიკატის ერთიან კორპუსში. იმავე პერიოდის სიახლე აგრეთვე ახალი ლოგო – მოკბეჩილი, ცისარტყელას ფერებით გაფერადებული ვაშლი. ამ ლოგოს ავტორი ცნობილი სარეკლამო სააგენტო Regis McKenna გახლდათ.

1980 წელს კოპანიაში უკვე რამოდენიმე ათასი ადამიანი მუშაობდა და მისი პროდუქცია უკვე აშშ-ს ფარგლებ გარეთაც იყიდებოდა. Apple I და Apple II მთლიანად სტივ ვოზნიაკის შექმნილია. შესაძლოა, მსოფლიოში მოიძებნება არაერთი ასეული გამოგონება, მაგრამ სწორედ სტივ ჯობსმა გახადა შესაძლებელი გამოთვლითი ტექნიკის ფართო მასებში დანერგვა.

1980 წლის 19 მაისს ანაჰეიმში, კალიფორნიის შტატი, Apple-მა წარმოადგინა თავისი წარუმატებელი პროდუქტი — Apple III.ახალი კომპიუტერი 4500-დან 7800 დოლარამდე ჯდებოდა, გამომდინარე კონფიგურაციიდან, აღჭურვილი იყო სწრაფი პროცესორით Synertek 6502A, 2 მჰც ტაქტური სიხშირით. ეს იყო პრინციპიალურად ახალი კომპიუტერი, კომპანიის პირველი მცდელობა ახალი გზით ევლო ტექნოლოგიებში. ქაღალდზე ყველაფერი კარგად ჩანდა, მაგრამ სინამდვილეში…

History of Apple: The story of Steve Jobs and the company he founded -  Macworld UK

Apple III ნოემბერში გამოუშვეს და გასაგები გახდა, რომ ის არ იყო მზად გაყიდვებისათვის. ეს ჩავარდნა იყო. როდესაც 1981 წლის მარტში როგორც იქნა მოხერხდა მასიური მიწოდების მოწესრიგება, 20% წუნდებული ბრუნდებოდა ქარხნებში.სამი წლის განმავლობაში Apple III განიცდიდა მოდიფიკაციებს, მაგრამ ამ კომპიუტერმა ვერ დაიმსახურა მომხმარებელთა აღიარება. როდესაც მისი გამოშვება შეწყდა, 1983 წლის დეკემბერში, გაყიდული იყო სულ 75 000 ცალი, ხოლო Apple II-ის გაყიდვები 1 300 000 იყო.

1983 წელს Apple უშვებს თავის კიდევ ერთ ახალ მოდელს, Lisa-ს – პირველ პესონალურ კომპიუტერს გრაფიკული სამომხმარებლო ინტერფეისით. კომპიუტერის სახელი ლიზა სტივ ჯობსის შვილის საპატივსაცემლოდ იქნა შერჩეული, თუმცა აგრეთვე აბრევიატურაც გახლდათ – Local Integrated System Architecture. მაგრამ საკმაოდ მაღალი ფასის (9999 დოლარი) და პროგრამული უზრუნველყოფის შეზღუდული ნაკრების გამო, ამ მოდელმა დიდი გავრცელება ვერ ჰპოვა. მართალია კომერციული თვალსაზრისით Lisa სრული ჩავარდნა იყო, მაგრამ მის გამოჩენას უკვალოდ არ ჩაუვლია – მასში გამოყენებულ საოპერაციო სისტემას Lisa 7/7-ს ჰქონდა ფანჯრები, გაცვლის ბუფერი, რომელიც სხვადასხვა აპლიკაციებს შორის ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობას იძლეოდა და სხვა მრავალი სიახლე.

რით იყო გამოწვეული ეფლის სურვილი, გამოეშვა ეს მოდელი? პასუხი გახლავთ ერთი — Xerox.

1970 წელს კომპანია Xerox-მა შექმნა Palo Alto Research Center, სადაც შეკრიბა საუკეთესო სპეციალისტები საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში და დასვა მათ წინაშე გრანდიოზული ამოცანა: მომავლის ტექნოლოგიების შექმნა. 1973 წელს ამ ცენტრში შეიქმნა სისტემა Xerox Alto, სხვადასხვა კომპიუტერეული ტექნოლოგიების პირველი რეალიზაცია. ეს იყო პერსონალური კომპიუტერი (იმ გაგებით, რომ ამ მოწყობილობით სარგებლობა მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო), რომელიც Ethernet-ის საშუალებით უკავშირდებოდა სხვა მის მსგავს კომპიუტერებს. მას ჰქონდა გარფიკული ინტერფეისი, მაუსი და სხვა გემრიელობები.

1979 წელს სტივ ჯობსმა ბილ ატკინსონთან ერთად მოინახულა Xerox-ის ლაბორატორიები და მომანტარულად ჩაწვდა გარფიკული ინტერფეისის იდეას.

არსებობს (და ფართოდაც არის გავრცელებული) იდეა, რომლის მიხედვითაც Apple-მა მოიპარა Xerox-ის გრაფიკული ინტერფეისი — სინამდვილეში Apple-მა მხოლოდ რამდენიმე საერთო პრინციპი გამოიყენა გრაფიკული ინტერფეისის თავის ვერსიაში. არანაირი საწყისი კოდების, ან ნახაზების მოპარვას ფაქტი არ ჰქონია.

დაინახეს რა Xerox-ის თანამშრომლებმა, რომ მათი იდეები საკუთარ კომპანიაში არავის სჭირდება, ხოლო უცხო კომპანია შესანიშანვად ახოირციელებს მათ ხორცშესხმას, 15 მათგანი სამუშაოდ Apple-ში გადავიდა და დიდი ხალისით ჩაერთვნენ ახალი სამომხმარებლო ინტერფეისის შემშავებაში.

1981 წელს მარკულამ ჯობსი გადააყენა პროექტის Lisa ხელმძღვანელობიდან. ამის მიზეზი Apple III-ის წარუმატებლობა გახლდათ. ალბათ უკვე გასაგებია, თუ როგორ მიიღო ეს ფაქტი ამბიციურმა და ეერგიულმა ჯობსმა. როგორც ჩანს, მან გაითვალისწინა დაშვებული შეცდომები, როდესაც ახალ პროექტზე, „მაკინტოშზე“ დაიწყო მუშაობა. ახალი კომპიუტერის ფასი სულ 500 დოლარი უნდა ყოფილიყო და მოიაზრებოდა, როგორც „Lisa-ს უმცროსი ძმა“.

გადიოდა წლები, კომპიუტერული ინდუსტრია რათქმაუნდა არ დარჩენილა ერთ ადგილზე. Macintosh-ის არსებობის პერიოდში ვითარდებოდა მისი საოპერაციო სისტემაც (Mac System Software). ანუ, ფართოვდებოდა მისი შესაძლებლობები, იცვლებოდა ცალკეული ელემენტები და ინერგებოდა ახალი ტექნოლოგიები. როდესაც ამ საოპერაციო სისტემის პირველი ვერსია გამოვიდა 1984 წელს, თავის დროისთვის ის წინ უსწრებდა კონკურენტებს და პროგრამირების სრულყოფილებას წარმოადგენდა.

1985 წელს Microsoft-მა შექმნა საკუთარი ელექტონული ცხრილების პროგრამა, Excel for Macintosh. PC ვერსია მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გამოჩნდა ბაზარზე. Macintosh-ის პროგრამებმა, Aldus PageMaker-მა და LaserWriter-მა ნამდვილი რევოლუცია მოახდინეს საგამომცელო საქმეში, რითაც უზრუნველჰყვეს Apple-ის პროდუქციის მუდმივი რეალიზაცია ბაზრის ამ სექტორში.

Apple-ის ახალი პროდუქტი Macintosh Plus — პირველი კომპიუტერი გახლდათ SCSI-ინტერფეისით. ამიერიდან ამ პორტის არსებობა სტანდარტული ხდება Mac-კომპიუტერებისათვის. 1986 წელს საოპერაციო სისტემაში ემატება იეროგლიფების მხარდაჭერა და შესაბამისად იწყება აზიური ბაზრების დაპყრობა.

1987 წელს გაყიდვაში გამოვიდა Macintosh 2. დეველოპერებმა უარყვეს all-on-line პრინციპი და კორპუსში უზრუნველყვეს გაფართოების 6 სლოტის მხარდაჭერა. 1989 წელს Apple-მა იმამზე მეტი კომპიუტერი გაყიდა, ვიდრე IBM-მა, მისმა ახალმა მოდელებმა სამრეწველო სფეროსა და კვლევითი ცენტრების ყურადღება მიიპყრეს. 1990 წელს ბაზარზე გამოდის Macintosh 2fx — თავისი დროის ყველაზე სწრაფი პერსონალური კომპიუტერი და ამავდროულად ყველაზე ძვირადღირებულიც — 10 000 დოლარი.

წლიდან წლამდე Apple სულ უფრო მეტად იბრუნებს კომპიუტერული ტექნოლოგიების ბაზრის ლიდერის სტატუსს. ტელეფონმა რევოლუციური ინტერფეისით (რათქმაუნდა iPhone-ზე მაქვს საუბარი) გვიჩვენა, რომ კომპანიის გენიალურ ინჟინრებს შეუძლიათ ჩვენი გაოცება.

The Evolution of the iPhone | Fonehouse Blog

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!