Panasonic Energy of North America (PENA), რომელიც აშშ-ში ელექტრომობილებისთვის აკუმულატორების უმსხვილესი მიმწოდებელი კომპანიაა, მრავალმილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა კომპანიასთან Redwood Materials-თან, ნიკელის მაღალი შემცველობის კათოდების მიღებაზე.
კონტრაქტის მოცულობა არ უცნობია, თუმცა Redwood-ის დამფუძნებელმა ჯეფრი სტრაუბელმა განაცხადა, რომ ის რამდენიმე მილიარდიანია. CNBC-ს ცნობით, კონტრაქტის შესაბამისად შეკვეთის მიწოდება 2025 წლისთვის დაიწყება. PENA ამ დროისთვის აკუმულატორებისთვის საჭირო პრაქტიკულად ყველა კომპონენტს აწარმოებს და აწვდის მათ შორის Tesla-ს. ივლისში Panasonic-მა გამოაცხადა რომ კანზასში ააშენებს 4 მილიარდიან ქარხანას, სწორედ ეს ქარხანა მიიღებს კათოდებს Redwood-ისგან.
სტრაუბელი 2019 წლამდე Tesla-ს ტექნოლოგიური დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. ამის შემდეგ მან დატოვა ილონ მასკის კომპანია და საკუთარი კომპანია Redwood დააფუძნა, რომელიც მოხმარებიდან ამოღებული აკუმულატორების გადამუშავებითაა დაკავებული.
Redwood-ი კათოდების წარმოებას 2025 წლიდან გეგმავს, ხოლო 2030 წლიდან იმდენი ანოდისა და კათოდის წარმოებას აპირებს, რაც საკმარისი იქნება 5 მლნ ელექტრომობილისთვის საჭირო აკუმულატორების საწარმოებლად.