პარიზის მერია ელექტროსკუტერების გაქირავების სრულ აკრძალვას განიხილავს, რომლის მიზეზიც ამ ტიპის ტრანსპორტით ავარიების დიდი რაოდენობა სახელდება-„ევროპულსი“.
2022 წლის იანვრიდან აგვისტომდე პარიზში ელექტროსკუტერებით 330-ზე მეტი ავარია დაფიქსირდა, რაც, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 37%-ით მეტია. სწორედ ამიტომ მოელიან, რომ პარიზის მერია ელექტროსკუტერებს წლის ბოლომდე აკრძალავს.
გასული წლის განმავლობაში სკუტერებით მგზავრობის რაოდენობა ევროკავშირში 4-ჯერ გაიზარდა, რის შედეგადაც გაიზარდა ავარიებიც. მთავარი მიზეზი არის ნასვამ მდგომარეობაში მართვა და სკუტერის გამოყენების წესების დარღვევა, ამიტომ ევროპის ქვეყნები და ქალაქები თავიანთი მცხოვრებლების დასაცავად სხვადასხვა გზას ეძებენ: მაგალითად, იტალიაში ელექტროსკუტერის დაუდევარ მძღოლებს მართვის კურსებზე აგზავნიან, ვარშავაში ელექტროსკუტერებს ცენტრალურ პარკებსა და ბაღებში აღარ უშვებენ, ხოლო ლუბლიანაში ელექტროსკუტერების მძღოლებს საათში 5 კილომეტრზე მეტად აჩქარება აეკრძალათ – „ევროპულსი“