„ევროპულსი“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის დედაქალაქში ველოსიპედის ტაქსის სერვისი, Heetch Bike გამოჩნდა, რომელიც ჯერ მხოლოდ შაბათ-კვირას მუშაობს
ღნიშნული ტაქსი ელექტროველოსიპედია, რომელიც საქარე მინების მქონე და შუშის სახურავიან სამგზავრო კაბინას ატარებს. მისი სავარძლები გათბობის სისტემით არის აღჭურვილი და კლიენტები დანიშნულების ადგილამდე ცუდ ამინდშიც კი კომფორტულად მგზავრობენ.
ოპერატორი კომპანიის ცნობით, ველოტაქსით ქალაქში გადაადგილება, Uber-თან შედარებით, 20%-ით იაფი და 40%-ით უფრო სწრაფია.
ცნობისთვის: ავტომობილები ეკოლოგიურად ყველაზე ნაკლებად სუფთა ტრანსპორტია. ევროპაში სატრანსპორტო სითბური გაზების 72% სწორედ მათი წილია.