დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

ფეიუნიქარდი წარმოგიდგენთ სითი მოლის ახალ პროდუქტებს – CITY CARD და GIFT CARD

0
გაზიარება

ფეიუნიქარდი, Visa-ს პირველი სტრატეგიული პარტნიორი CISSEE რეგიონში, აქტიურად აგრძელებს მუშაობას უნაღდო ანგარიშსწორების განვითარების მიმართულებით.

ამჯერად, ახალი პროდუქტები CITY CARD და GIFT CARD სითი მოლთან თანამშრომლობით, მათი მომხმარებლებისთვის შეიქმნა.

CITY CARD  – ფეიუნიქარდის და სითი მოლის კოლაბორაციის ფარგლებში გამოშვებული, ახალი ტიპის საერთაშორისო საგადახდო Visa ბარათია, რომელიც  თავის თავში აერთიანებს  საგადახდო ფუნქციას და  ლოიალობის პროგრამას. ბარათის მეშვეობით ანგარიშსწორება  შესაძლებელია როგორც საქართველოში, ასევე  მის ფარგლებს გარეთ.

სითი მოლის საბურთალოსა და გლდანის ფილიალებში, CITY CARD ით გადახდისას, მომხმარებელი აგროვებს სითი ქულებს, რომელთა გამოყენება შეუძლია სითი მოლის ორივე ფილიალში, სხვადასხვა შეთავაზების ფარგლებში.

სითი ქულების დაგროვებას და დახარჯვას მომხმარებელი ვირტუალური CITY CARD – ითაც შეძლებს, რომელიც სითი მოლის მობილურ აპლიკაციაშია ინტეგრირებული.

GIFT CARD – ფეიუნიქარდის მიერ სითი მოლისთვის შექმნილი Visa-ს ტიპის ახალი  სასაჩუქრე ბარათია, რომლითაც შესაძლებელია სითი მოლის საბურთალოს და გლდანის  ფილიალებში, ნებისმიერ ობიექტში გადახდა – ნივთის ან მომსახურების შეძენა.

სითი მოლის GIFT CARD საუკეთესო საჩუქარია, რომელიც თქვენთვის ძვირფას ადამიანს შეგიძლიათ გაუკეთოთ.

ბარათის მისაღებად ეწვიეთ  სითი მოლის ინფო დესკებს, შეუკვეთეთ ვებ გვერდიდან www.thecitymall.ge  ან მობილური აპლიკაციიდან –The City Mall  და  მას თქვენთვის სასურველ ადგილზე მიიღებთ.

GIFT CARD –ზე შესაძლებელია 50 ლარიდან 5000 ლარამდე თანხის ერთჯერადად განთავსება.

თანხის გამოყენება შესაძლებელია როგორც ერთიანად, ისე ნაწილ-ნაწილ.

ფეიუნიქარდი მომხმარებლებს მომავალშიც არაერთ საინტერესო, ინოვაციურ პროექტს ჰპირდება.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!