ცხელი და ცივი ფელამუშის დესერტების მწარმოებელი კომპანია „ფელამუშიტო“ ჩამოსასხმელი ფელამუშის წარმოებას იწყებს.
“ფელამუშიტო” იტალიურ კომპანიასთან თანამშრომლობს, რომელიც მათთვის ამ აპარატს ქმნის.
მისივე თქმით, მზა ფელამუში აპარატში განთავსდება და დღის განმავლობაში ცხელი და თხელი მასა შენარჩუნდება. “ფელამუშიტო” ჩამოსასხმელ ფელამუშს მომხმარებელს უახლოეს პერიოდში შესთავზებს. ასორტიმენტში რქაწითელისა და საფერავის მიქსი იქნება.
„ჩამოსასხმელი ფელამუშის იდეა იქამდე მქონდა, სანამ ზოგადად „ფელამუშიტოს“ წარმოებას დავიწყებდი. ეს ტექნიკურად ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული, ამიტომ იდეის განხორციელება გადავდე. ახლა იტალიურ კომპანიასთან ვთანამშრომლობ, რომელიც ამ აპარატს ქმნის. დანადგარი გავტესტეთ და უახლოეს პერიოდში უკვე მომხმარებელს პროდუქტს შევთავაზებთ. ჩამოსასხმელ ფელამუშებში რქაწითელისა და საფერავის მიქსი გვექნება, ეს იქნება სრულიად განსხვავებული გემო”, – ამბობს ის.
“ფელამუშიტომ“ ახალი ფილიალი სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“ გახსნა. კომპანიამ 5 თანამშრომელი დაიმატა.