ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველად Volkswagen Golf არ არის გაყიდვების ლიდერი მოდელი და წელს მას ეს ტიტული წაართვა ფრანგულმა Peugeot 208-მ, რომლის 206 816 ეგზემპლარი გაიყიდა ევროპის 30 ქვეყანაში. მისი გაყიდვები გაზრდილია 5%-ით, 2021 წელთან შედარებით, რამაც ბრენდ Peugeot-ს საშუალება მისცა, 2007 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ დაბრუნებოდა პირველ ადგილს, მაშინ მან ეს მოახერხა მოდელ 207-ით.
208-მ მოახერხა Volkswagen Golf-ის ტახტიდან ჩამოგდება, ის არათუ მეორე, არამედ მეხუთე ადგილზე დაეშვა, მასზე წინ კი აღმოჩნდა Dacia Sandero, Volkswagen T-Roc, და Fiat/Abarth 500. ეს უკანასკნელი წინა წლის მეცხრე პოზიციიდან პირდაპირ მეოთხემდე დაწინაურდა, Volkswagen T-Roc კი მეექვსედან ამოვიდა მესამემდე და ევროპის ყველაზე გაყიდვადი ქროსოვერი გახდა, ჩამოართვა რა ეს ტიტული 2021 წელს Peugeot 2008-ს. ხოლო 2021 წლის ათეულის მონაწილეებმა Citroen C3 და Peugeot 2008 ათეული საერთოდ დატოვეს. ეს ორი მოდელი ათეულში ჩაანაცვლეს Hyundai Tucson-მა – მერვეზე და Dacia Duster-მა – მეცხრეზე, რომლებმაც ასევე აჯობეს 2021 წელს მეოთხეზე მყოფ Renault Clio-ს, რომელიც წელს მხოლოდ მეათეა.
2022 წელს ყველაზე გაყიდვადი იყო Volkswagen, მეორეზე გავიდა Toyota, მესამეზე კი Mercedes-benz.