დღის სიახლეები

პირველად საქართველოში, ლაშქრობის გლობალური პროექტის – HIGHLANDER-ის პრეზენტაცია გაიმართა

0
გაზიარება

ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, პირველად საქართველოში, ლაშქრობის გლობალური პროექტის, HIGHLANDER-ის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ორგანიზატორებმა, HIGHLANDER-ის მოსამზადებელი კამპანიის ფარგლებში, პოტენციური „ჰაილენდერების“ წახალისების მიზნით, ლაშქრობით დაინტერესებულებს გეგმები გააცნეს. „HIGHLANDER Adventure“ გრძელ დისტანციაზე ლაშქრობის გლობალური პროექტია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. პროექტი წელს პირველად საქართველოში, სვანეთში მოეწყობა. ლაშქრობა 25-27 აგვისტოს ბეჩოდან უშგულამდე გაიმართება. ღონისძიებაში ასობით ადგილობრივი და უცხოელი მოლაშქრე მიიღებს მონაწილეობას.

პრეზენტაციაზე სპიკერებმა მდგრადი სამთო ტურიზმის განვითარებისთვის საერთაშორისო დონორების წვლილის, HIGHLANDER Georgia-ს როლის, ასევე სვანეთის ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე წარმოჩენის შესახებ ისაუბრეს. საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოში ავსტრიის ელჩმა თომას მიულერმა, აგრეთვე პროექტის GRETA – ჯგუფის ხელმძღვანელმა რიკარდო მონტანარმა, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ვიცე-პრეზიდენტმა შალვა გოგოლაძემ, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ თამარ ყორიაულმა და HIGHLANDER Georgia-ს პროექტის დირექტორმა თევდორე მაყაშვილმა.

პრეზენტაციის ფარგლებში, მომხსენებლებმა HIGHLANDER-ის ლაშქრობაში მონაწილეობის მიზნით საჩვენებელი რეგისტრაცია გაიარეს.

მსგავსი სიახლეები

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

2024 წლის საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 639 510 აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) იყიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 328 830 აშშ დოლარის ღირებულების…

28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება

სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში 28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას Black Sea Arena-ს ადმინისტრაცია ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა ხვალ - 25 აპრილს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!