დღის სიახლეებიეკონომიკავაჭრობის სფეროკვებამომსახურების სფეროსაინტერესო სიახლეები

პირველადი მოხმარების საქონლის იმპორტი ექსპორტს აღემატება

0
გაზიარება

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“, სასურსათო საცალო სექტორის და პირველადი მოხმარების საქონლის ბაზარი მიმოიხილა. კვლევაში გაანალიზებულია პირველადი მოხმარების საქონლის ფასწარმოქმნის პოლიტიკა და საკვებ პროდუქტებზე მზარდი ფასების მიზეზები. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ პირველადი მოხმარების საქონლის იმპორტი ექსპორტს აღემატება და აღნიშნული საქონლის ქვეყნის ყოველწლიური დეფიციტი 900 მლნ დოლარს აღწევს.

„საქართველოში იმპორტირებულმა პირველადი მოხმარების საქონელმა 2021 წელს 1.5 მლრდ დოლარი შეადგინა. მათ შორის, ფქვილი და ბურღულეული ყველაზე მსხვილ ჯგუფს წარმოადგენს. პირადი ჰიგიენის ნივთები მეორე ყველაზე მსხვილი ჯგუფია და ჯამურ იმპორტში მათი წილი 2021 წელს 15% იყო. იმპორტის მოცულობა ერთ მოსახლეზე საშუალოდ 392 დოლარს შეადგენდა.

პირველადი მოხმარების საქონლის ექსპორტმა (სასმელებისა და თხილის ექსპორტის გარეშე) 2021 წელს 300 მლნ დოლარს მცირედით გადააჭარბა. მსხვილ საექსპორტო ჯგუფებში პირველ ადგილზეა ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი 41%-ით. თამბაქოსა და თამბაქოს დასამზადებლად საჭირო ნედლეული მეორე ადგილს იკავებს 18%-ით, თუმცა ამ შემთხვევაში ექსპორტი, ძირითადად, რეექსპორტია.

საერთო ჯამში, თუ არ გავითვალისწინებთ საქართველოს მიერ სასმელებისა და თხილის ექსპორტს, ჩვენი ყოველწლიური პირველადი მოხმარების საქონლის დეფიციტი 900 მლნ. აშშ დოლარს აღწევს და შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია პირველადი მოხმარების საქონლის იმპორტზე“, – ნათქვამია მიმოხილვაში.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!