დღის სიახლეებისიახლეები

პირველი იანვრიდან ბიზნესისთვის გაზის ტარიფი იზრდება

0
გაზიარება

2024 წლის პირველი იანვრიდან როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის რეგიონებში არსებული კომერციული აბონენტებისთვის – კერძო და საჯარო იურიდიული პირებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი იზრდება. შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს თბილისისა და რეგიონების გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა “თბილისი ენერჯიმ” და “სოკარ გაზმა.”

“სოკარის” განახლებული ტარიფი:

2024 წლის 1 იანვრიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ კომერციული მომხმარებლისთვის 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,29 ლარით დღგ-ს ჩათვლით. ასევე დღგ-ს ჩათვლით 1.29 ლარით განისაზღვრა “თელავგაზის” ტარიფი კომერციული მომხმარებლისთვის.

1 სექტემბრიდან სამივე კომპანიის კომერციული მომხმარებლებისთვის ტარიფი 1.25 ლარამდე შემცირდა. მაშინ “სოკარის” მომხმარებლისთვის ტარიფის კლება 13 თეთრს შეადგენდა. გაზის ფასი უცვლელი დარჩება იმ პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის, რომლებზეც ვრცელდებოდა ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა.

ასევე უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის დადგენილი.

“თბილისი ენერჯის” განახლებული ტარიფი:

“შპს „თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის უმსხვილესი ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტია, რომელიც თითქმის ნახევარ მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება,მათ შორის 20 000-მდე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს.

კომპანიის სალიცენზიო პირობაა მომხმარებელთა უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგება.

2024 წლის 1-ელი იანვრიდან შპს „თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 1.24 (ერთი ლარი და 24 თეთრი)ლარის ნაცვლად განისაზღვრება 1.29 (ერთი ლარი და 29თეთრი) ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. ბუნებრივი გაზის ფასი არ იცვლება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და ტარიფი კვლავ 0.539708 ლარი იქნება ერთ კუბურ მეტრზე”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პურის მწარმოებლებს ტარიფი არ გაეზრდებათ – ეკონომიკის მინისტრი:

“კომერციული სექტორის ტარიფები დაკავშირებულია ნახშირწყალბადების საერთაშორისო ფასებზე და კონკრეტული ფორმულით იანგარიშება, პერიოდულად კომერციული სექტორის გაზის ტარიფის გადახედვა ხდება ხოლმე, იმის მიხედვით, თუ როგორია საბირჟო ფასები. ბოლოს ნავთობპროდუქტებზე ფასები იზრდებოდა და ეს გარკვეულწილად გაზის კომერციულ ტარიფზეც აისახება ხოლმე, აქედან გამომდინარე, მოხდა ამ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება კომერციული სექტორისთვის. რაც შეეხება კონკრეტული სტრატეგიული ობიექტებისთვის პრეფერენცირებული პირობების შენარჩუნებას, ამაზე ყოველთვის გვაქვს დიალოგი ჩვენ პარტნიორთან სოკართან, რომელიც მთავარი მომწოდებელია, ის ითვალისწინებს ამ სექტორის გარკვეულ მნიშვნელობას და განსხვავებული პირობებით სთავაზობს გაზის ტარიფს. ამასთან დაკავშირებით შეთანხმება გვაქვს, რომელიც ძალაში დარჩება, ეს პურის მცხობელი კომპანიებისთვის ზედმეტი წნეხი არ უნდა იყოს. განსხვავებული პირობა პურის საწარმოებისთვის შენარჩუნებული იქნება”

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!