“ნატახტარმა” “ნიკორა სუპერმარკეტთან” და “ეკო ჯეო პეტთან” ერთად გარემოს დაცვის მიმართულებით საპილოტე პროექტის განხორციელება დაიწყო, რაც გულისხმობს პლასტმასის ბოთლების მასშტაბურ შეგროვებასა და გადამუშავებას გულისხმობს.
სასმელების წარმოების, საცალო ვაჭრობისა და პლასტმასის ნარჩენების გადამუშავების კომპანიების გაერთიანების მიზანი გარემოს დაცვის მიმართულებით საპილოტე პროექტის განხორციელებაა, რაც მომავალში პლასტმასის (PET) ბოთლების მასშტაბურ შეგროვებასა და გადამუშავებას გულისხმობს. კომპანიების ერთობლივი პროექტი მომავალში სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობას ითვალისწინებს.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს „ეფეს საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ერთან კურტიმ, „ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თემურ ალექსანდრიამ და „ეკო ჯეო პეტის“ დირექტორმა ივან პეტრუშევსკი.