დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

პოლონეთის ქალაქ პოზნანში ეკოსასაფლაო გაიხსნა

0
გაზიარება

ეკოსასაფლაოზე საფლავის ქვები, ბილიკები, მაგიდები არ შეიძლება განთავსდეს და დაკრძალვა მხოლოდ გადამუშავებული მასალისგან დამზადებული ბიოდეგრადირებად ფერფლის ურნებში არის შესაძლებელი. სასაფლაოს ფართობი მხოლოდ 180 კვადრატული მეტრია და მასზე დაკრძალვის ადგილებიარ არის გამოყოფილი.

ეკოსასაფლაო საშუალებას იძლევა, გამოსამშვიდობებელი ცერემონია უფრო არატრადიციულ და ეკოლოგიურად სუფთა გზით გაიმართოს, როცა ნეშტი ბუნების წიაღს უბრუნდება.

ეკოსასაფლაოს ტერიტორია შემოღობილია, ხოლო შესასვლელში მხოლოდ ორი ქვის ლოდი დევს, რომლებზეც სპეციალური შეკვეთით გარდაცვლილი პირის სახელის ამოტვიფვრა არის შესაძლებელი. თუ ნათესავები და მეგობრები ყვავილების ან სანთლების დატოვებას გადაწყვეტენ, მათ ამის გაკეთება მხოლოდ ამ დეკორატიულ ქვებთან შეუძლიათ.

ეკოსასაფლაოს იდეის ავტორები აცხადებენ, რომ ასეთი გარემო საშუალებას მისცემს დაკრძალვაზე მყოფ პირებს, საკუთარ ცხოვრებაზე უკეთ დაფიქრდნენდა მათგან წასულები ხეების ბუნებრივ შრიალში გაიხსენონ. 2021 წლის ოქტომბერში „ევროპულსი“ წერდა, რომ მსოფლიოში პირველი ეკოსასაფლაო ბელგიის ქალაქ ფლანდრიაში გაიხსნა, რომელიც 600 სამარხზე არის გათვლილი. მასზე მიწის ნაკვეთები არ იყიდება და მხოლოდ 25 წლით ქირავდება. პროექტის შემქმნელების გათვლებით, ზუსტად ამდენი დრო სჭირდება ადამიანის სხეულს, რომ ბუნების ნაწილი გახდეს. სასაფლაოზე ყველაფერი, მაგალითად, ადგილების მაჩვენებელი ნიშნები და სკამები, მოჭრილი ხეებისა და კუნძებისგან არის დამზადებული. თითოეული ნაკვეთის გასწვრივ ალუბლის ხეებია დარგული, რომლებზეც ნათესავებსა და მეგობრებს შეუძლიათ, გარდაცვლილის სახელზე ფრინველთა სახლები დაკიდონ, რომ პატივი მიაგონ მის ხსოვნას.

2021წელს ნიდერლანდებში სოკოსა და ხავსისგან დამზადებული ეკოკუბოების მასობრივ წარმოება დაიწყეს. ასეთი კუბო 45 დღეში ნიადაგში მთლიანად იშლება და გარემოზე დადებითად ზემოქმედებს.ბიოდეგრადირებადი ეკოკუბოები დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა 2021 წლის სექტემბერში, ხელოვნურად მოყვანილი სოკოსა და ხავსისგან შექმნეს. მათი მტკიცებით, სოკოსა და ხავსში არსებული ბაქტერიები ბიოლოგიურ მასალას იოლად შლიან. სიახლეზე მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ შემქმნელებმა ეკოკუბოების მასობრივ წარმოება დაიწყეს. თითოს ფასი 1500 ევრომდეა.

მსგავსი სიახლეები

ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 29.7 წლამდე, კაცებისთვის კი 32.1 წლამდე გაიზარდა

საქართველოში ქორწინების საშუალო ასაკი ყოველწლიურად ფაიზრდება - ამას ადასტურებს 2023 წლის დემოგრაფიული ანგარიში, რომელიც საქსტატმა გამოაქვეყნა.  დოკუმენტის თანახმად, 2023 წელს საქართველოში 22,275 ქორწინება დარეგისტრირდა, რაც…

ბანანის რეექსპორტი თითქმის 1300%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტის ზრდამ 85% შეადგინა

საქსტატის მონაცემებით, წელს 2 თვეში ქვეყნიდან 1 632 ტონა (1,416 მლნ აშშ დოლარის) პროდუქტი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 117.3 (124.5 ათასი აშშ დოლარის). სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს საქართველომ 1 კგ ბანანი…

გურიაში პირველი ეროვნული პარკი იქმნება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“, რომლის მიღების შედეგად ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების…

გასულ წელს საქართველოში 22 ათასი ქორწინება და 13 ათასი განქორწინება დარეგისტრირდა

2023 წელს საქართველოში 22,275 ქორწინება დარეგისტრირდა -ინფორმაცია ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. ანგარიშის მიხედვით, 2022 წელთან შედარებით საქართველოში ქორწინებების რაოდენობა 14.5%-ით…

საქართველოში One republic, Scorpions და Jungle ჩამოდიან

Starring Georgia-ს ფარგლებში, მიმდინარე წელს ქვეყანაში One republic, Scorpions, Jungle ჩამოვლენ - ინფორმაციას Black Sea Arena სოციალურ ქსელში ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა 29 მარტიდან ეტაპობრივად დაიწყება.29 მარტიდან, 10:00…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!