დასაქმების პროგრამაRSS კატეგორია

პორტუგალია საიმიგრაციო კვოტის რეჟიმს აუქმებს და ახალი სამუშაო ვიზით უცხოელებს ქვეყანაში ექვსი თვით დარჩენის საშუალებას აძლევს

0
გაზიარება

პორტუგალია საიმიგრაციო კვოტის რეჟიმს აუქმებს და ახალი სამუშაო ვიზით უცხოელებს ქვეყანაში ექვსი თვით დარჩენის საშუალებას აძლევს. ამის შესახებ საგარეო და საპარლამენტო საქმეთა მინისტრმა, ანა კატარინა მენდესმა განაცხადა, რასაც Euractiv ავრცელებს.

მისი თქმით, ახალი ტიპის, კერძოდ სამუშაოს მოძიების ვიზა უსაფრთხო, მოწესრიგებული, რეგულარული მიგრაციის ხელშეწყობისა და მუშახელის დეფიციტის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა. ახალი ვიზა სამუშაოს მოსაძებნად ჩასულ უცხოელ მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, პორტუგალიაში 120 დღის ნაცვლად, კიდევ 60 დღე, ანუ მთლიანობაში, 180 დღის განმავლობაში დარჩნენ.

„მთავრობამ თავისი გადაწყვეტილებით დიდი ხნის ანაქრონიზმი აღმოფხვრა, რასაც სამუშაო ვიზების გაცემის კვოტირების რეჟიმი წარმოადგენდა,“ – აცხადებს ანა კატარინა მენდესი.

ახალ ზომებს მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი შეიცავს, რომელიც ქვეყანაში უცხოელების შესვლის, ყოფნის, გასვლისა და გაძევების სამართლებრივი რეჟიმის ცვლილებებს შეეხება.

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

Business Summit 2024-ის შეჯამება, ახალი პროექტი ბიზნესებისთვის და საინტერესო რჩევები სტარტაპერებს – ინტერვიუ SGBA-ს პრეზიდენტთან, მაია ტატულაშვილთან

წლის მთავარი ბიზნეს მოვლენის SGBA-Business Summit 2024-ის შესახებ, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტმა Maia Tatulashvili-მა დეტალირად ისაუბრა თუ რას ეძღვნებოდა სამიტი, რატომ იყო საინტერესო და გამორჩეული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!