საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში პორტუგალიის ნაკრებს 26 ივნისს, გელზენკირხენში დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ღირებულება 161.05 მლნ ევროს შეადგენს, პორტუგალიის ნაკრების ფასი კი 1.05 მლნ ევროა.
ყველაზე ძვირად ღირებული 5 ფეხბურთელი:
საქართველოს ნაკრები:
- ხვიჩა კვარაცხელია – 80 მლნ ევრო
- გიორგი მამარდაშვილი – 35 მლნ ევრო
- გიორგი მიქაუტაძე – 15 მლნ ევრო
- ოთარ კიტეიშვილი – 5 მლნ ევრო
- საბა ლობჟანიძე – 3 მლნ ევრო
პორტუგალიის ნაკრები:
- რაფაელ ლეაო – 90 მლნ ევრო
- რუბენ დიასი – 80 მლნ ევრო
- ბრულო ფერნანდესი – 70 მლნ ევრო
- ბერნარდო სილვა – 70 მლნ ევრო
- ჟოაო პალინია – 55 მლნ ევრო
რაც შეეხება პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულ ფეხბურთელს, კრიშტიანუ რონადლუს, მისი ღირებულება 15 მლნ ევროს შეადგენს.
ევრო 2024-მა გერმანიაში სტარტი 14 ივნისს აიღო და 14 ივლისს დასრულდება. ფინალი ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” შედგება.
ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი თამაში 18 ივნისს თურქეთის ეროვნულ ნაკრებთან გამართა, სადაც 3:1 დამარცხდა. 22 ივნისს ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიში ფრედ 1:1 დასრულდა, 26 ივნისს კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.