ეკონომიკაRSS კატეგორიაფინანსები

პროდუქტები, რომლის ექსპორტი ქვეყნებმა აკრძალეს ან შეზღუდეს

0
გაზიარება

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე მიწოდების ჯაჭვი დაირღვა. ზოგიერთ პროდუქტზე მოთხოვნამ კი ისე მოიმატა, რომ მწარმოებელმა ქვეყნებმა ამ პროდუქციის ექსპორტი ან საერთოდ აკრძალეს, ან მკაცრად შეზღუდეს.

2 კვირის წინ მსოფლიოში ხორბლის მეორე უმსხვილესმა მწარმოებელმა, ინდოეთმა ექსპორტზე შეზღუდვები დააწესა. ქვეყანაში გვალვის შედეგად ხორბლის მოსავლიანობის 15-20%-იანი შემცირებაა მოსალოდნელი, ამ მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვამ კი ისედაც მკვეთრად გაძვირებული საკვები პროდუქტების ფასები კიდევ უფრო გაზარდა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრამდეც საკვების ფასები ისტორიულ მაქსიმუმს აღწევდა საწვავისა და ენერგიის გაძვირების, გვალვებისა და კორონავირუსის პანდემიის ეფექტების შედეგად. იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ქვეყანა ხორბლის უმსხვილესი მწარმოებელია, ომმა გაღვივებულ ცეცხლზე ნავთი დაასხა და ფასები რეკორდულ ნიშნულებს მიუახლოვა.

ეკონომიკური სანქციების ზრდისა და ომის გაჭიანურების თანადროულად, გლობალურ ბაზარზე მიწოდების ჯაჭვები ირღვევა, პროდუქტები სულ უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომი ხდება და ქვეყნებიც შიდა ბაზარზე ფასების შესამცირებლად უფრო მეტად ფიქრობენ სხვა ქვეყნებისთვის პროდუქციის მიყიდვის შეზღუდვაზე.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ქვეყნების სიას, რომლებმაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი სასურსათო პროდუქციის ექსპორტი აკრძალეს ან მკაცრი შეზღუდვები დააწესეს.

  • · ინდოეთი – ხორბალი – 2022 წლის 31 დეკემბრამდე;
  • · უკრაინა – შვრია, ფეტვი, წიწიბურა, შაქარი, მარილი, ხორცი – 2022 წლის 31 დეკემბრამდე. საექსპორტო ლიცენზიები დაწესდა ხორბალზე, სიმინდსა და მზესუმზირის ზეთზეც.
  • · რუსეთი – შაქარი და მზესუმზირის თესლი – 2022 წლის 31 აგვისტომდე. ხორბალი, მესლინი, ჭვავი, ქერი და სიმინდი – 2022 წლის 30 ივნისამდე.
  • · არგენტინა – სოიოს ზეთი, სოიოს ფქვილი – 2023 წლის 31 დეკემბრამდე.
  • · ალჟირი – პასტა, ზეთი, შაქარი, ხორბლის ნაწარმი – 2022 წლის 31 დეკემბრამდე;
  • · ეგვიპტე – მცენარეული ზეთი და სიმინდი – 2022 წლის 12 ივნისამდე. ფქვილი, ხორბალი, პასტა და ლობიო – 2022 წლის 10 ივისამდე;
  • · ინდონეზია – პალმის ზეთი – 2022 წლის 31 დეკემბრამდე;
  • · ირანი – კარტოფილი, ბადრიჯანი, პამიდორი, ხახვი – 2022 წლის 31 დეკემბრამდე;
  • · ყაზახეთი – ხორბალი, ხორბლის ფქვილი – 2022 წლის 31 ივნისამდე;
  • · კოსოვო – ხორბალი, სიმინდი, ფქვილი, ზეთი, მარილი, შაქარი – 2022 წლის 31 დეკემბრამდე;
  • · თურქეთი – საქონლის, ცხვრის და თხის ხორცი, კარაქი, ზეთი – 2022 წლის 31 დეკემბრამდე;
  • · სერბეთი – ხორბალი, სიმინდი, ფქვილი, ზეთი – 2022 წლის 31 დეკემბრამდე;
  • · ტუნისი – ხილი, ბოსტნეული – 2022 წლის 31 დეკემბრამდე;
  • · ქუვეითი – ქათმის ხორცი, მარცვლეული, ბოსტნეულის ზეთი – 2022 წლის 31 დეკემბრამდე;

მსგავსი სიახლეები

12 მარტის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6573 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0003 ლარით გამყარდა ევრო - 2.9068 ლარი აშშ დოლარი -…

მოიპოვე გერმანული უნივერსიტეტის დიპლომი საქართველოში – შტაინბაისის სამაგისტრო პროგრამა ალტერბრიჯში

პროგრამის აღწერა: ალტერბრიჯში იწყება მიღება საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე: “The Master of Arts In General Management”. პროგრამის უმთავრესი მიზანია, სტუდენტებმა (ამ შემთხვევაში თქვენ მიერ შერჩეულმა თანამშრომლებმა)…

4 მარტის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6596 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0003 ლარით გამყარდა. ევრო - 2.8745 ლარი აშშ დოლარი -…

150 ათასზე მეტ პენსიონერს, ვისაც 2023 წლამდე აქვთ აღებული სესხი, პროცენტი შეუმცირდებათ

პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციითა და ამ პროცესში ეროვნული ბანკის ინტენსიური ჩართულობით, „ლიბერთი ბანკმა" ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო - 150 ათასზე მეტ პენსიონერს, ვისაც 2023 წლამდე აქვთ აღებული სესხი,…

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, კომპანია – ტეგ ლიფტი

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის: ✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!