2023 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.5 პროცენტი შეადგინა, მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
10 საკვები პროდუქტი, რომელიც 2023 წლის მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:
- საზამთრო – 49.5%-ით
- ხახვი – 37.4%-ით
- ტომატ-პასტა – 27.1%-ით
- სიმინდის ფქვილი – 25.1%-ით
- ნამცხვარი – 22.6%-ით
- კარტოფილი – 19.5%-ით
- ძროხის ხორცი – 17.7%-ით
- მდოგვი -16.9%-ით
- ძროხის ხორცის ფარში – 16.1%-ით
- ქარხნული რძე – 15.2%-ით