აპრილში წინა თვესთან შედარებით, 0.7%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა. ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.7 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
10 პროდუქტის ჩამონათვალი, რომელზეც გასულ თვეში ფასი ყველაზე მეტად შემცირდა:
- კომბოსტო – 50.4%-ით
- ქლიავი – 34.2%-ით
- მზესუმზირის ზეთი – 30%-ით
- ნიორი – 29.8%-ით
- ბადრიჯანი – 29.7%-ით
- წიწიბურა – 25.5%-ით
- პომიდორი – 18.6%-ით
- კიტრი – 13.1%-ით
- მარილი – 13.1%-ით
- შაქარი – 12,7%-ით
გარდა სურსათისა, ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 2%-ით.
შეგახსენებთ, ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონე 305 სამომხმარებლო პროდუქტის ფასებით იზომება. ამ პროდუქტებს შორისაა სურსათი, სხვადასხვა სერვისი, გართობის, დასვენების და სხვა აქტივობების ფასები.