დღის სიახლეებიRSS კატეგორიამშენებლობა

პროექტის დაანონსებიდან 2 წლის თავზე, თბილისს იპოდრომზე საქალაქო პარკის ნაცვლად, ისევ მიწის მასა აქვს

0
გაზიარება

იპოდრომზე საქალაქო პარკის მოწყობაზე პროექტირება ჯერ კიდევ არ დასრულებულა, არადა საპროექტო ბანერი ტერიტორიის ირგვლივ არსებულ ღობეზე გაკრულია. ინფორმაციას თბილისის მერიაში ადასტურებენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ ეტაპზეც პროექტის დეტალებზე მიმდინარეობს მუშაობა, რომლის დასრულების შემდეგ ტერიტორიაზე პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს თბილისის მერმა კახა კალაძემ ფონდი “ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოები ოფიციალურად გახსნა. ტერიტორია ფონდმა “ქართუმ” თბილისის მუნიციპალიტეტს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა. როგორც მაშინ ნიკოლოზ ჩხეტიანი ამბობდა, პარკის მოწყობაზე დაახლოებით 15-20 მლნ დოლარი უნდა დახარჯულიყო. ამასთან, პროექტი, რომელიც ჰოლანდიურმა კომპანიამ შეიმუშავა, ტერიტორიაზე მულტიფუნქციური სივრცის მოწყობას გულისხმობს, სადაც გათვალისწინებულია ბოტანიკური ბაღი, იაპონური ბაღი, ფრანგული ბაღი, ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ პარკი, სასაზღვრო სატყეო ზონა, შიდა სატყეო სექტორი, საგანმანათლებლო ცენტრი, მდელო, ზიპლაინი, სპორტის ზონა და კვების ზონა. ასევე, მოეწყობა ცხოველების სასეირნო სივრცე, პანორამული პლატფორმა, გუბურა, თოკების პარკი, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები, სთრითბოლის სივრცე, არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის, ხოლო პარკის გარშემო იფუნქციონირებს სამი ავტოსადგომი.

პროექტის დაანონსებიდან ორი წლის თავზე, ტერიტორიაზე რამდენიმე ტრაქტორი დგას და მიწის მასა ყრია.

მსგავსი სიახლეები

2023 წელს დაკლებული ქულების გამო მართვის უფლება 242 მოქალაქეს შეუჩერდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წელს დაკლებული ქულების გამო მართვის უფლება 242 მოქალაქეს შეუჩერდა, მათგან ორმა კი გამოცდა ჩააბარა და მართვის მოწმობა თავიდან აიღო. მართვის უფლება ყველაზე მეტ…

ნაკრებს ჯგუფიდან გასვლისთვის ₾30 მლნ-ს გადაეცემა, ყოველი მატჩის მოგებისთვის კიდევ – ₾30 მლნ-ს- ფონდი „ქართუ“

საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს. ინფორმაცია ამის შესახებ ნათქვამია ფონდი „ქართუს“ განცხადებაში. „საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის…

ბინებზე ფასი 12.9%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 13.3%-ით არის გაზრდილი

2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13 პროცენტი შეადგინა- ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური…

საქართველო ბენზინის ფასის მიხედვით 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს – Numbeo

Numbeo-მ 96 ქვეყანაში ბენზინის საშუალო ფასი შეისწავლა. კვლევის მიხედვით 1 ლიტრი ბენზინი ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგში, ხოლო ყველაზე იაფი ლიბიაში ღირს. რაც შეეხება საქართველოს, ის 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს. აღნიშნული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!