ეკომეგობრული და თანამედროვე სტანდარტებს მორგებული ბრენდი “ქარი” 2021 წელს “აჭარა ჯგუფის” ხელშეწობით შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ ეს ქართული სტარტაპი ელექტრომოპედების პირველი საზიარო სერვისია რეგიონში, რომელიც ადამიანებს თავისუფლად, კომფორტულად გადაადგილების საშუალებას აძლევს აპლიკაციის საშუალებით
ქარის ერთ-ერთ მთავარ ღირებულას უსაფრთხოება და საზოგადოებაში სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა წარმოადგენს, მაგალითად, მგზავრობისთვის საჭირო აქსესუარები, როგორიცაა ჩაფხუტი, ჰიგიენური ქუდი და სხვა, მოპედის საბარგულშია მოთავსებული.
საგულისხმოა, რომ ქარის მოპედები აპლიკაციასთან სინთეზში მუშაობს. მოპედების “გასაღები” აპლიკაცია Qari App ხელმისაწვდომია როგორც Google Play-ზე, ისე App Store-ზე ანდროიდისა და iOS-ის მომხმარებლებისთვის.
Qari Electric-მა უკვე გამოუშვა “ქარი ამი”, მიკრო-ელექტრო მანქანები სატესტო, რომელიც რეჟიმში გაეშვა.