დღის სიახლეებისიახლეები

ქართულ ბაზარზე მინიმუმ 25 სახეობის ჩირია წარმოდგენილი, რომელთა ფასი 7,5 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობს

0
გაზიარება

ჩირზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, რადგან ერთ-ერთ ჯანსაღ ხემსად ითვლება, თუმცა იმის გამო, რომ გამხმარ ხილს განსაკუთრებული დამუშავება სჭირდება, ჩირის ფასიც არც ისე დაბალია.

ქართულ სუპერმარკეტებში ყველაზე ძვირად ღირებული ჟოლოს და მოცვის ჩირია- 1 კგ ჟოლოს ჩირი 100 ლარი ღირს, ასევე 100 ლარი ღირს 1 კგ მოცვის ჩირი.

ქართულ ბაზარზე მინიმუმ 25 სახეობის ჩირია წარმოდგენილი, მათ შორის, კივის, მარწყვის, ბანაკის, ანანასის, ლეღვის და ა.შ. უმეტესწილად მათი ფასი 1 კგ-ზე გაანგარიშებით 35 ლარის ფარგლებში მერყეობს. რაც შეეხება ყველაზე იაფფასიან ჩირს, ეს არის ფინიკი, რომელიც 1 კგ 7.5 ლარის ფარგლებში მერყეობს. ქართულ ბაზარზე ჩირის ფასები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ჟოლოს ჩირი 1 კგ 100 ლარი
  • მოცვის ჩირი 1 კგ 100 ლარი
  • თუთის ჩირი 1 კგ 35 ლარი
  • გრეიპფრუტის ჩირი 1 კგ 35 ლარი
  • საზამთროს ჩირი 1 კგ 35 ლარი
  • კივის ჩირი 1 კგ 35 ლარი
  • ბანანის ჩირი 1 კგ 35 ლარი
  • მანდარინის ჩირი 1 კგ 35 ლარი
  • ვაშლის ჩირი 1 კგ 35 ლარი
  • პაპაიას ჩირი 1 კგ 35 ლარი
  • ნესვის ჩირი 1კგ 35 ლარი
  • ქოქოსის ჩირი 35 ლარი
  • ანანასის ჩირი 1 კგ 35 ლარი
  • ატმის ჩირი 1 კგ 35 ლარი
  • ანანასის ჩირი 1 კგ 35 ლარი
  • კომშის ჩირი 1 კგ 35 ლარი
  • ლიმონის ჩირი 1 კგ 35 ლარი
  • ლეღვის ჩირი 1 კგ 35 ლარი
  • მარწყვი ჩირი 1 კგ 35 ლარი
  • ალუბალი ჩირი 1 კგ 35 ლარი
  • მანგო ჩირი 1 კგ 35 ლარი
  • შავი ყურძნის ჩირი 1 კგ 25 ლარი
  • თეთრი ქიშმიში 1 კგ 20 ლარი
  • ქიშმიში მუქი 1 კგ 17 ლარი
  • ფინიკი 1 კგ 7.5 ლარი

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!