სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ თებერვალში საქართველომ 931.8 ტონა (303.2 ათასი აშშ დოლარი) ადგილობრივი წარმოების პროდუქტი გაყიდა, რაც 17%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2023 წლის 2 თვეში კარტოფილის ადგილობრივმა ექსპორტმა 795.7 ტონა (95.4 ათასი აშშ დოლარი) შეადგინა.
წელს 2 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იმპორტი რეკორდულად, 6000%-ით შემცირდა. სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში 1,719 ტონა (469.3 ათასი აშშ დოლარი) პროდუქტი შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 8,907 ტონა (2,559 მლნ აშშ დოლარი.
გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც წელს ვიყიდეთ და გავყიდეთ კარტოფილი.
- რუსეთი – 1 025 ტონა (272.2 ათასი აშშ დოლარი)
- ბელარუსი – 497.4 ტონა (131.9 ათასი აშშ დოლარი)
- სომხეთი – 155.3 ტონა (41.2 ათასი აშშ დოლარი)
- ნიდერლანდები – 25 ტონა (19.65 ათასი აშშ დოლარი)
- ირანი – 16 ტონა (4.17 ათასი აშშ დოლარი)
რაც შეეხება ექსპორტიორს, სადაც ქართული წარმოების კარტოფილი გავიდა, ეს აზერბაიჯანია.