2018 წლიდან ქართულ ბაზარზე გამოჩნდა სასაჩუქრე ყუთები, რომელმაც თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე პოპულარობა მარტივად მოიპოვა.
„ქართული კერამიკის“ პროდუქცია წარმოდგენილია ორიგინალური სასაჩუქრე ყუთებით, რომელშიც თავმოყრილია ქართული სუვენირები: კერამიკა, ღვინო, სასმისები, ქართული ორნამენტებითა და ანბანით გაფორმებული მაგიდის ბილიკები და სუფრები.
წლების განმავლობაში ყუთების დიზაინი, გაფორმებები და სუვენირები დაიხვეწა და გამრავალფეროვნდა, შესაბამისად დღეს უკვე „ქართული კერამიკის“ ყუთები საქართველოს საზღვრებს გარეთაც დიდი პოპულარობით სარგებლობს
„პირველი სასაჩუქრე ყუთები იყო ღვინით და კერამიკით, ეტაპობრივად დაემატა ახალი იდეები: სუფრები ქართული თემატიკით, ჩირები, სხვადასხვა სუვენირები. ყუთების გამრავალფეროვნებასთან ერთად იზრდებოდა მომხმარებლებისა და შეკვეთების რაოდენობა. სასაჩუქრე ნაკრებებს განსაკუთრებულს და განსხვავებულს ხდის ქართული, ტრადიციული ნაწარმი,რომელი დიდი მონდომებით არის დამზადებული, თითოეული ნაკრები იქმნება ინდივიდუალურად. ვცდილობ, რომ შეფუთვის ყველა დეტალი ლამაზი, დახვეწილი და ორიგინალური იყოს. გვყავს ემიგრანტი მომხმარებლებიც, რომლებიც დიდი სიამაყით ჩუქნიან უცხოელ მეგობრებს ჩვენს ქართულ სასაჩუქრე ყუთებს„ – თეონა თხილიშვილი “ქართული კერამიკის• Georgian ceramics” დამფუძნებელი
„ქართული კერამიკა“ ორიგინალურად გაფორმებული სასაჩუქრე ყუთებით წარმოადგენს ქართული სუვენირების იდეალურ ნაკრებს. თითოეული დეტალი საგულდაგულოდ, დახვეწილი დიზაინით იქმნება და იდეალური საჩუქარია საქართველოს წარმოსაჩენად